საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
143
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2005-04-22
გამოქვეყნების თარიღი
2005-04-22
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 1 43

2005 წლის 22 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

„საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად:

1. საქართველოში 2005 წლის საგაზაფხულო სახნავ-სათესი სამუშაოების შესასრულებლად სახელმწიფოს მხრიდან მოსახლეობისათვის მხარდაჭერის მიზნით საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (ვ. ჩეჩელაშვილი) გამოეყოს თანხა 1.053.620 (ერთი მილიონ ორმოცდაცამეტი ათას ექვსას ოცი) ლიტრი დიზელის საწვავის შესაძენად.

2.  განკარგულების შესასრულებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უმოკლეს დროში უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადაუდებელ ღონისძიებათა განხორციელება.

3.  განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი            ზ. ნოღაიდელი

 

კრებსითი — სრული ვერსია