ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება № 6
2006 წლის 12 იანვარი
ქ. თბილისი
„ საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმის სტრატეგიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 20 მაისის № 195 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს მთავრობაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების გათვალისწინებით „ საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმის სტრატეგიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 20 მაისის № 195 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„ 2. საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმის სტრატეგიის რეალიზების პროგრამის შემუშავებისა და განხორციელების მიზნით შეიქმნას მმართველი ჯგუფი (შემდგომში – ჯგუფი) შემდეგი შემადგენლობით:
| გია ქავთარაძე | - | საქართველოს იუსტიციის მინისტრი, ჯგუფის ხელმძღვანელი |
| ალექსი ალექსიშვილი | - | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| გიორგი ბარამიძე | - | საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში |
| კონსტანტინე კემულარია |
- | საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი |
| ივანე მერაბიშვილი | - | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| ვალერი ცერცვაძე | - | საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი |
| გია ხუროშვილი | - | საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი.”. |
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი