ქ. თბილისი საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ოჯახების ზამთრის სეზონისათვის შეშით მომარაგების უზრუნველყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
587
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2006-12-22
გამოქვეყნების თარიღი
2006-12-22
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
ქ. თბილისი საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ოჯახების ზამთრის სეზონისათვის შეშით მომარაგების უზრუნველყოფის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №587

2006 წლის 22 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ოჯახების ზამთრის სეზონისათვის შეშით მომარაგების უზრუნველყოფის შესახებ

2006-2007 წლის ზამთრის სეზონის მზადებასთან დაკავშირებით საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ (გ. ხევიაშვილი):

ა) „საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „დევნილთა შენახვის ხარჯები ორგანიზებულად ჩასახლების ადგილებზე“ (ორგანიზაციული კოდი – 34 04) ასიგნებებიდან 300 000 (სამასი ათასი) ლარი მიმართოს იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ოჯახების შეშით მომარაგების უზრუნველყოფისათვის;

ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტიდან გამომდინარე, სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

პრემიერ-მინისტრი                                                          ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია