ქალაქ თბილისის მერიისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
578
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2006-12-20
გამოქვეყნების თარიღი
2006-12-20
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
ქალაქ თბილისის მერიისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №578

2006 წლის 20 დეკემბერი

ქ. თბილისი

ქალაქ თბილისის მერიისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) „საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ქალაქ თბილისის მერიას საშობაო-საახალწლო ღონისძიებათა განსახორციელებლად გამოუყოს 1 400 000 (ერთი მილიონ ოთხასი ათასი) ლარი.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შესყიდვები განხორციელდეს ერთ პირთან მოლაპარაკების გზით.

პრემიერ-მინისტრი                                                 ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია