„ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განსახორციელებლად ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების მომზადების დამატებით ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 30 მარტის №143 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
558
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2006-11-29
გამოქვეყნების თარიღი
2006-11-29
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განსახორციელებლად ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების მომზადების დამატებით ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 30 მარტის №143 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №558

2006 წლის 29 ნოემბერი

ქ. თბილისი

„ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განსახორციელებლად ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების მომზადების დამატებით ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 30 მარტის №143 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განსახორციელებლად ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების მომზადების დამატებით ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 30 მარტის №143 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩაsმოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. 2006 წლის 8 მარტს საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას (IDA) შორის ინფრასტრუქტურის ინვესტიციების მოსამზადებელი პროექტის (Infrastucrure Pre-Investment Facility) დაფინანსების შესახებ ხელმოწერილი ფინანსური შეთანხმების განხორციელების მიზნით შეიქმნას უწყებათაშორისი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

 

დავით ნატროშვილი

-

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე

დიმიტრი გვინდაძე

-

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

არჩილ მამათელაშვილი

-

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე

არჩილ ნიკოლაიშვილი

-

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე

დავით ჩანტლაძე

-

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილე

ენვერ ჩიჩუა

-

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ენერგოსისტემის კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი

თეიმურაზ ჯუღელი

-

ელექტროენერგიის ბაზრის მხარდამჭერი პროექტის მომსახურე ორგანიზაციის დირექტორი.“.

 

მუხლი 2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია