საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 551
2006 წლის 22 ნოემბერი
ქ. თბილისი
„ ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის №66 განკარგულებაში დამატების შეტანის თაობაზე
შეტანილ იქნეს დამატება „ ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის №66 განკარგულებაში და №2 დანართის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ ტ “ ქვეპუნქტი:
„ ტ) საცხოვრებელ კორპუსებში სადრენაჟო სისტემების მოწყობა. “ .
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი