„არაკონვენციური მცურავი საშუალების რადიოაღჭურვილობისა და გემებზე სამაშველო აღჭურვილობის მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების“ შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 15 ოქტომბრის N17 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
23
მიმღები ორგანო
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი
2013-11-01
გამოქვეყნების თარიღი
2013-11-01
სარეგისტრაციო კოდი
310020000.55.067.016060
„არაკონვენციური მცურავი საშუალების რადიოაღჭურვილობისა და გემებზე სამაშველო აღჭურვილობის მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების“ შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 15 ოქტომბრის N17 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №23

2013 წლის 1 ნოემბერი

ქ. ბათუმი

 

„არაკონვენციური მცურავი საშუალების რადიოაღჭურვილობისა და გემებზე სამაშველო აღჭურვილობის მინიმალური მოთხოვნების" დამტკიცების შესახებ" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 15 ოქტომბრის N17 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ" ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
      „არაკონვენციური მცურავი საშუალების რადიოაღჭურვილობისა და გემებზე სამაშველო აღჭურვილობის მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების“ შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 15 ოქტომბრის N17 ბრძანებაში (სსმ. ვებპორტალი 310020000.55.067.016054, 16/10/2013) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

         1. ბრძანების მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

    „3. „სამაშველო ტივის (ხისტი ან გასაბერი)/ Life raft (rigged or inflatable)” - არქონის შემთხვევაში ცურვის რაიონი შეიზღუდოს 6 საზღვაო მილამდე - არაკონვენციური გემებზე სამაშველო აღჭურვილობების მინიმალური მოთხოვნები - ამოქმედდეს ყველა გემის მიმართ გარდა ტენდერების, სწრაფმავალი კატარღების, სასეირნო კატარღების, იახტებისა - 2013 წლის 1 ნოემბრიდან.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელიზაზა მახარაძე

კრებსითი — სრული ვერსია