|
„საჯარო მოხელეთა ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №411 დადგენილებისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილების თანახმად, ვბრძანებ:
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2015 წლის 5 მარტის ბრძანება №01/235- ვებგვერდი, 06.03.2015წ. |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული „ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესი და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის
დებულება “ .
|
| მუხლი 2 |
ამ ბრძანების საფუძველზე შექმნილმა საკონკურსო-საატესტაციო კომისი ამ, თანდართული
წესისა და დებულების მიხედვით
უზრუნველყოს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის ჩატარება, რომლებზედაც
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 111 მუხლის შესაბამისად, ვრცელდება აღნიშნული კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების მოთხოვნის ვალდებულება.
|
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესი და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულება
|
თავი I
ზოგადი დებულებანი |
მუხლი 1.
გამოყენების სფერო |
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში (შემდგომში - სამინისტრო) კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესი და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულება შემუშავებულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო მოხელეთა ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №411 დადგენილებისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილების შესაბამისად და განსაზღვრავს სამინისტროში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესს.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2015 წლის 5 მარტის ბრძანება №01/235- ვებგვერდი, 06.03.2015წ. |
თავი II
საკონკურსო-საატესტაციო კომისია |
მუხლი 2.
კომისიის მიზანი |
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის (შემდგომში – კომისია) მიზანია:
ა) სამინისტროში საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნათა გათვალისწინებით, შესაბამისი კანდიდატის შერჩევა; ბ) დაკავებულ თანამდებობასთან მოხელის შესაბამისობის დადგენა; გ) კანდიდატის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების დასაკავებელი თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება. |
მუხლი 3.
კომისიის შემადგენლობა |
1. კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრ(ებ)ი.
2. კომისიის თავმჯდომარეს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წარდგინებით ნიშნავს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი. 3. კომისიის წევრთა შემადგენლობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე და დასამტკიცებლად წარუდგენს მინისტრს. 4. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებებს ახორციელებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
5. სამინისტროს შესაბამისი თანამდებობის პირების გარდა, კომისიის შემადგენლობაში ასევე მონაწილეობენ მოხელეთა პროფესიული კავშირების წევრები, დამოუკიდებელი სპეციალისტები (პირები, რომლებიც სამსახურებრივად არ არიან დაკავშირებულნი სამინისტროსთან) და ასევე, შესაძლებელია მონაწილეობდნენ ადამიანური რესურსების მართვისათვის პასუხისმგებელი პირები. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2015 წლის 5 მარტის ბრძანება №01/235- ვებგვერდი, 06.03.2015წ. |
მუხლი 4.
კომისიის მუშაობის წესი |
1. კონკურსის პროგრამას, ფორმებს, პირობებს, შეფასების პრინციპებსა და ჩატარების გრაფიკს განსაზღვრავს კომისია და წარუდგენს მინისტრს დასამტკიცებლად.
2. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. 3. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა. 4. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე კომისიის წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2015 წლის 5 მარტის ბრძანება №01/235- ვებგვერდი, 06.03.2015წ. |
მუხლი 5.
საპრეტენზიო კომისია |
1. კონკურსის/ატესტაციის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით, მინისტრის ბრძანებით იქმნება საპრეტენზიო კომისია.
2. საპრეტენზიო კომისიის წევრთა რაოდენობას და შემადგენლობას განსაზღვრავს მინისტრი. 3. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში შედიან საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრ(ებ)ი (მათ შორის, მოწვეულები). კომისიის წევრი, რომელიც მონაწილეობდა კონკურსის/ატესტაციის რომელიმე ეტაპის ჩატარებაში, არ შეიძლება იყოს საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში. 4. საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე. 5. საპრეტენზიო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. 6. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში, გადამწყვეტად ითვლება სხდომის თავმჯდომარის ხმა. 7. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე და დამსწრე წევრები. საპრეტენზიო კომისიის წევრს უფლება აქვს გამოხატოს განსხვავებული აზრი და დაურთოს ოქმს, რის შესახებაც კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. 8. პირს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვს მხოლოდ წერილობითი ფორმით, კონკურსის/ატესტაციის შედეგების (მის მიმართ გამოტანილი საბოლოო გადაწყვეტილება) გამოცხადებიდან (გადაწყვეტილების ჩაბარებიდან - წერილობით გაგზავნის შემთხვევაში და გაგზავნიდან - გადაწყვეტილების ელექტრონული ფოსტით გაგზავნის შემთხვევაში) არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება არაუმეტეს 3 სამუშაო დღეში. მიღებული გადაწყვეტილება აისახება ოქმში და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება კომისიას. 9. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების გათვალისწინებით. საკონკურსო-საატესტაციო კომისიას უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, მოიწვიოს გაფართოებული სხდომა საპრეტენზიო კომისიის წევრთა მონაწილეობით. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2015 წლის 5 მარტის ბრძანება №01/235- ვებგვერდი, 06.03.2015წ. |
თავი III
კონკურსი |
მუხლი 6.
კონკურსის გამოცხადება |
1. საჯარო კონკურსი ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ცხადდება სამინისტროს მიერ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით, ამასთანავე, კანდიდატს განცხადების წარსადგენად ეძლევა არანაკლებ 10-დღიანი ვადა კონკურსის გამოცხადების დღიდან. კონკურსის გამოცხადების დღედ ითვლება ბოლო გამოცხადების მომენტი.
2. შეტყობინება კონკურსის შესახებ განთავსებულ უნდა იქნეს სამინისტროს კორპორაციულ ვებგვერდზე და საამისოდ განკუთვნილ სხვა ვებგვერდებზე. 3. შეტყობინება კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა შეიცავდეს: ა) სამინისტროს სრულ დასახელებას, კონკურსის წესით შესავსები თანამდებობების დასახელებას და რაოდენობას; ბ) კანდიდატისათვის წაყენებულ მოთხოვნებს; გ) შესაბამისი თანამდებობისთვის გათვალისწინებულ მოვალეობებს; დ) თანამდებობრივი სარგოს ოდენობას; ე) კომისიის მისამართს და ელექტრონული ფოსტის მისამართს; ვ) აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალს და წარდგენის ვადას;
ზ) შესასრულებელი სამუშაოს აღწერილობას; 4. კონკურსის გამოცხადების ხარჯებს ანაზღაურებს სამინისტრო. 5. კონკურსის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, იქმნება კომისიის სამდივნო (შემდგომში – სამდივნო), რომელსაც ხელმძღვანელობს სამდივნოს უფროსი. 6. სამდივნოს წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე და წარუდგენს მინისტრს დასამტკიცებლად. 7. სამდივნო უზრუნველყოფს კონკურსის ჩატარებისათვის ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტას, მათ შორის, კანდიდატების მიერ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით გაკეთებული განცხადებების გადარჩევას (პირის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, სავალდებულო დოკუმენტაციის სრულად წარდგენის შემოწმება) და კომისიისათვის წარდგენას. 8. კონკურსის დამთავრებისა და კონკურსის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ სამდივნო წყვეტს საქმიანობას.
9.სამინისტრო უფლებამოსილია კონკურსის შესახებ შეტყობინებაში შეიტანოს შესწორება (ტექნიკური, აგრეთვე, გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომა). კონკურსის შესახებ შეტყობინებაში არსებითი ცვლილების შეტანა ნიშნავს ახალი კონკურსის გამოცხადებას. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2015 წლის 5 მარტის ბრძანება №01/235- ვებგვერდი, 06.03.2015წ. |
მუხლი 7.
მოთხოვნები, რომელიც წაეყენება კანდიდატს |
სამინისტროში საჯარო მოსამსახურის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელმაც მიაღწია 21 წლის ასაკს, აქვს შესაბამისი უმაღლესი განათლება, ფლობს სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს. კანდიდატთა ზღვრული ასაკი განისაზღვრება 65 წლით. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს მიიღოს კონკურსში მონაწილეობა საერთო წესის საფუძველზე, მის მიერ დაკავებული თანამდებობის მიუხედავად. |
მუხლი 8.
კონკურსისთვის წარმოსადგენი საბუთები |
1. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა საწყის ეტაპზე უნდა წარადგინოს აპლიკაცია ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით, თანდართული ფორმის შესაბამისად (დანართი №1), რომელიც შეიცავს კანდიდატის Curriculum Vitae (CV)-ს და სამოტივაციო წერილს.
2. კანდიდატებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საბუთების წარდგენისათვის ეძლევათ 10 - დღიანი ვადა, კონკურსის გამოცხადების დღიდან.
21. კანდიდატი უფლებამოსილია განცხადებაში შეიტანოს ცვლილება სამინისტროს მიერ განცხადების წარდგენისთვის განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე. 3. კანდიდატმა, რომელიც კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე წარდგენილია ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, სამდივნოს დამატებით უნდა წარუდგინოს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2015 წლის 5 მარტის ბრძანება №01/235- ვებგვერდი, 06.03.2015წ. |
მუხლი 9.
კონკურსის პირობები |
1. კონკურსს ატარებს კომისია.
2. კონკურსი შეიძლება ჩატარდეს გასაუბრების ან/და ტესტირების ფორმით, რომლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისიის თავმჯდომარე მინისტრთან შეთანხმებით. გასაუბრების ან/და ტესტირების ჩატარებამდე, კანდიდატების მიერ წარდგენილი აპლიკაციები გადაირჩევა მასში მოცემული ინფორმაციის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობისა და დასაკავებელ თანამდებობასთან კანდიდატის შესაფერისობის განსაზღვრის მიზნით. 3. ტესტირების ან გასაუბრების თემატიკა უნდა გამოქვეყნდეს კონკურსის ჩატარებამდე 10 დღით ადრე მაინც. 4. (ამოღებულია - 05.03.2015, №01/235). საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2015 წლის 5 მარტის ბრძანება №01/235- ვებგვერდი, 06.03.2015წ. |
მუხლი 10.
ტესტირება |
1. ტესტირება ტარდება წერილობითი ფორმით. ტესტირება შეიძლება მოიცავდეს როგორც ზოგადი უნარ-ჩვევების, ინტელექტის, პიროვნული მახასიათებლებისა და ასევე პროფესიულ ტესტს. პროფესიული ტესტირების თემატიკას საჯარო მოსამსახურის მიერ დასაკავებელი თანამდებობის სპეციფიკის გათვალისწინებით ამტკიცებს მინისტრი.
2. დადებითი შეფასების მისაღებად კანდიდატმა უნდა დააგროვოს კომისიის წინადადებით მინისტრის მიერ დადგენილი აუცილებელ ქულათა რაოდენობა (მინიმალური ზღვარი). 3. ტესტები არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი, გარდა უფლებამოსილი პირებისა. |
მუხლი 11.
გასაუბრება |
1. კომისიამ კანდიდატთან გასაუბრებისას შეიძლება გამოიყენოს წინასწარ შემუშავებული კითხვარი, რომელიც საშუალებას მისცემს, მიიღოს ინფორმაცია კანდიდატის უნარ-ჩვევებზე, პროფესიულ კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე, რომელიც საჭიროა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.
2. კითხვები შეიძლება დაისვას განსაზღვრული თანმიმდევრობით. შესაძლებელია დამატებითი კითხვების დასმაც განსაზღვრული საკითხების ირგვლივ, რაც დამოკიდებულია კანდიდატის მიერ გაცემულ პასუხებზე. 3. თითოეული კანდიდატისთვის გამოიყენება იდენტური შინაარსის წინასწარ განსაზღვრული კითხვარი. |
მუხლი 12.
კომისიის მიერ კანდიდატურების განხილვა |
1. კომისია კანდიდატების ტესტირების ან/და გასაუბრების შემდეგ მათ დაუსწრებლად სხდომაზე განიხილავს დასაკავებელ თანამდებობასთან თითოეული კანდიდატის შესაბამისობის საკითხს. აუცილებლობის შემთხვევაში, ისმენს აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის აზრს და გამოაქვს გადაწყვეტილება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. გადაწყვეტილების მისაღებად კომისია იყენებს კანდიდატთა ჯამურ შეფასების ფორმას გასაუბრების ან/და ტესტირების შედეგების გათვალისწინებით. 3. კონკრეტულ ვაკანტურ ადგილზე კონკურსში მონაწილე ყველა კანდიდატი ინდივიდუალურად ფასდება. 4. შეფასების საფუძველზე კომისია შესაბამის თანამდებობაზე წარადგენს ერთ კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წამოყენებაზე. 5. კონკურსის შედეგების თაობაზე ინფორმაცია მინისტრს მოხსენდება კონკურსის დასრულებიდან ერთი კვირის ვადაში. 6. მინისტრი, კომისიის სხდომის ოქმის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას პირის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის ან დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ. 7. კომისიის თავმჯდომარე ან კომისიის სხვა უფლებამოსილი პირი, გადაწყვეტილების გამოტანიდან არაუგვიანეს 5 დღისა წერილობით აცნობებს ყველა კანდიდატს მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას. |
მუხლი 13.
ჩაშლილი კონკურსი |
კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ კომისია უარს განაცხადებს თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წამოყენებაზე. |
თავი IV
მოხელის ატესტაცია |
მუხლი 14.
ატესტაციას დაქვემდებარებული პირი |
1. ატესტაციას ექვემდებარება:
ა) მოხელე 3 წელიწადში ერთხელ (საატესტაციო პერიოდი); ბ) (ამოღებულია - 05.03.2015, №01/235); გ) კანდიდატი მოხელის თანამდებობაზე, თუ თანამდებობა კონკურსის წესით უნდა დაიკავონ. 2. ატესტაციას არ ექვემდებარება: ა) მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს ან ირჩევს შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო; ბ) მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ირჩევენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოები; გ) მოხელე, რომელიც სამსახურში მიიღება განსაზღვრული ვადით. 3. მოხელე, რომელიც საატესტაციო პერიოდის უკანასკნელი წლის მანძილზე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა 6 თვეზე ნაკლები ვადით, ექვემდებარება მომავალ წელს ატესტირებას. 4. მოხელე, რომელსაც საატესტაციო პერიოდში, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფუძვლებით, შეჩერებული აქვს სამსახურებრივი ურთიერთობა, ატესტაციას ექვემდებარება მომავალ წელს. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2015 წლის 5 მარტის ბრძანება №01/235- ვებგვერდი, 06.03.2015წ. |
მუხლი 15.
ატესტაციის დრო |
1. ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს მინისტრი კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით.
2. ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს და ასევე საჯარო სამსახურის ბიუროს ატესტაციის ჩატარების პირობების შესახებ უნდა ეცნობოს ორი კვირით ადრე მაინც. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2015 წლის 5 მარტის ბრძანება №01/235- ვებგვერდი, 06.03.2015წ. |
მუხლი 16.
ატესტაციის ჩატარების წესი |
1. ატესტაციის პროცესის დაწყებამდე, ერთი კვირით ადრე, ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელის უშუალო ხელმძღვანელი, კადრების სამმართველოში (შემდგომში – სამმართველო), წარადგენს დახასიათებას თანდართული ფორმის მიხედვით (დანართი №2). იმავე ფორმას ავსებს და წარადგენს სამმართველოში ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელე.
2. მოხელეს უფლება აქვს ატესტაციის დაწყებამდე გაეცნოს მასზე შედგენილ დახასიათებას. 3. ატესტაციის ჩატარებისთვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას ახორციელებს სამმართველო. 4. ატესტაცია შესაძლებელია ჩატარდეს შემდეგი ფორმით: სხვადასხვა სახის ტესტირება, წერითი დავალება ან/და გასაუბრება. ატესტაციის ჩატარების ფორმებს, სატესტო მეთოდიკებსა და თემატიკას, მოხელის მიერ დაკავებული თანამდებობის სპეციფიკის გათვალისწინებით, განსაზღვრავს საკონკურსო-საატესტაციო კომისია მინისტრთან შეთანხმებით. 5. გასაუბრება შეიძლება გაიმართოს სამინისტროს იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის თანდასწრებით, სადაც პირი მუშაობს. 6. გასაუბრების გზით ატესტაციის ჩატარებისას მოხელის დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით კომისია ისმენს მოხელის ანგარიშს საატესტაციო პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ, ამოწმებს მის ცოდნას საკვალიფიკაციო თემატიკის შესაბამისად და უსვამს მას კითხვებს მის სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. 7. ატესტაციაზე მოხელის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში საკითხი გადაიდება შემდგომი სხდომისათვის. არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მოხელე კომისიის გადაწყვეტილებით იღებს ამ დებულების მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შეფასებას. |
მუხლი 17.
მოხელის შეფასება და გადაწყვეტილების მიღება |
1. ატესტაციისას კენჭისყრისა და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ამ დებულების მე-4 და მე-12 მუხლებით.
2. ატესტაციის შედეგების მიხედვით კომისიას გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი დასკვნა: ა) მოხელე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და ექვემდებარება დაწინაურებას; ბ) მოხელე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას; გ) მოხელე ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას (საჭიროებს კვალიფიკაციის ამაღლებას); დ) მოხელე არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას. 3. საჭიროების შემთხვევაში, კომისია იღებს გადაწყვეტილებას და დაწესებულების ხელმძღვანელს წარუდგენს წინადადებას მოხელისათვის საკლასო ჩინის მინიჭების ან ჩამორთმევის შესახებ. |
მუხლი 18.
ატესტაციის შედეგები |
1. კომისია ვალდებულია თითოეული მოხელის ატესტაციის შედეგების შესახებ მოამზადოს დასკვნა, რომელიც ფორმდება სხდომის ოქმით და მას ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები.
2. ატესტაციის შედეგების შესახებ მოხელეს ეცნობება კენჭისყრის დამთავრების შემდეგ. 3. ატესტაციის შედეგები შეტანილი უნდა იქნეს საატესტაციო ფურცელში, რომელიც ივსება ერთ პირად და დახასიათებასთან ერთად დაერთვის მოხელის პირად საქმეს. საატესტაციო ფურცელს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები (დანართი №3). 4. მოხელე საატესტაციო ფურცელს ეცნობა შევსებიდან ორ სამუშაო დღეში და ხელს აწერს მას. 5. ატესტაციის შედეგები მინისტრს მოხსენდება ატესტაციის დასრულებიდან ერთი კვირის ვადაში. 6. მინისტრი, კომისიის დასკვნისა და რეკომენდაციის საფუძველზე, ატესტაციის დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, იღებს გადაწყვეტილებას, მოხელის პირად საქმეში ასახვით, მოხელისათვის სპეციალური წოდების ან/და საკლასო ჩინის მინიჭების, მოხელის დაწინაურების, მოხელის კვალიფიკაციის ამაღლების, მოხელის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების ან მოხელის მიმართ ატესტაციის შედეგის პირად საქმეში ასახვის შესახებ (იმ შემთხვევაში, თუ მოხელე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას). 7. თუ ატესტაციის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად მოხელე არ შეესაბამება ან ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და იგი სხვა თანამდებობის დაკავებაზე ან კვალიფიკაციის ამაღლებაზე უარს აცხადებს, მინისტრს უფლება აქვს მოხელე გაათავისუფლოს თანამდებობიდან. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2015 წლის 5 მარტის ბრძანება №01/235- ვებგვერდი, 06.03.2015წ. |
მუხლი 19.
კონკურსისა და ატესტაციის შედეგების გასაჩივრება |
კონკურსისა და ატესტაციის პროცესთან და შედეგებთან დაკავშირებული დავა წყდება არსებული კანონმდებლობის შესაბამისად. |
დანართი №1
|
სააპლიკაციო ფორმა
|
_____________________________________________________________________________
გთხოვთ , მიუთითოთ იმ პიროვნებების სახელი და გვარი, რომლებიც გაგიწევენ რეკომენდაციას წინა სამუშაო ადგილიდან ან უმაღლესი სასწავლებლიდან (სამი რეკომენდატორი, მათი საკონტაქტო ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა და სამუშაო ადგილი): _____________________________________________________________________________
ვადასტურებ, რომ ჩემ მიერ განცხადებაში მითითებული ინფორმაცია შეესაბამება სინამდვილეს. თანახმა ვარ, იუსტიციის სამინისტროს მიერ გადამოწმდეს აღნიშნული ინფორმაცია!
შევსების თარიღი: _____ _______________________ 201 __ წელი.
პირადი ხელმოწერა: _________________________________. |
დანართი №2 |
მოხელის დახასიათება
|
სახელი, გვარი ___________________________________________________________
დაკავებული თანამდებობა ____________________________________________________ სამსახურებრივი მოვალეობების ჩამონათვალი ___________________________________ საატესტაციო პერიოდში შესრულებულ საკითხთა ჩამონათვალი და შედეგების შეფასება ______________________________________________________________________________ _____________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________ პროფესიული და ინდივიდუალური ჩვევები ______________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________ დადებითი და უარყოფითი მხარეები ______________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________ წახალისება ______________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები ______________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________ წინადადებები კვალიფიკაციის ამაღლების, წახალისების, თანამდებობრივი დაწინაურების, სპეციალური წოდების ან საკლასო ჩინის მინიჭების შესახებ ______________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________ ხელმოწერა ______________________ თარიღი ________________________. |
დანართი №3 |
საატესტაციო ფურცელი
|
მოხელის სახელი, გვარი _______________________________________________________
დაბადების თარიღი და ადგილი ________________________________________________ დაკავებული თანამდებობა და დანიშვნის (არჩევის) თარიღი ______________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________ თანამდებობრივი რანგი, საკლასო ჩინი, სპეციალური წოდება ______________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________ განათლება (სასწავლო დაწესებულება, სპეციალობა) ______________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________ სამეცნიერო ხარისხი, სამეცნიერო წოდება ______________________________________________________________________________ შრომის საერთო სტაჟი (მ.შ. საჯარო სამსახურში) _________________________________ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დასკვნა ____________________________________ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის რეკომენდაცია ______________________________ ______________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________ შენიშვნა ______________________________________________________________________
კომისიის თავმჯდომარე ________________________ კომისიის წევრები ______________________________ თარიღი ________________________
გავეცანი: მოხელის სახელი, გვარი ----------------------------------------------- მოხელის ხელმოწერა ----------------------------------------------- თარიღი -------------------------------------------------------- |