საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 515
2007 წლის 19 სექტემბერი
ქ. თბილისი
„ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ქ. თბილისი, დიღმის მასივი, მე-3 კვარტალი), როგორც დამატებითი ქონების, ქალაქ თბილისისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილების დამტკიცების თაობაზე
1. „ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ “ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება „ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ქ. თბილისი, დიღმის მასივი, მე-3 კვარტალი), როგორც დამატებითი ქონების, ქალაქ თბილისისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ “ (საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 14 სექტემბრის № 1-1/1386 ბრძანება).
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი