„ხრამჰესი 2“-ის ჰიდროაგრეგატებისა და გამანაწილებელი ქვესადგურის რეაბილიტაციის სამუშაოების დამთავრების დამატებით ღონისძიებათა შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
794
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-12-17
გამოქვეყნების თარიღი
2007-12-17
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„ხრამჰესი 2“-ის ჰიდროაგრეგატებისა და გამანაწილებელი ქვესადგურის რეაბილიტაციის სამუშაოების დამთავრების დამატებით ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 794

2007 წლის 17 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ ხრამჰესი 2“ -ის ჰიდროაგრეგატებისა და გამანაწილებელი ქვესადგურის რეაბილიტაციის სამუშაოების დამთავრების დამატებით ღონისძიებათა შესახებ

„ ხრამჰესი 2 “ -ის ჰიდროაგრეგატებისა და გამანაწილებელი ქვესადგურის რეაბილიტაციის სამუშაოების დამთავრების მიზ­ნით, საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 აგვისტოს № 441 განკარგულებით გამოყოფილი საკრედიტო რესურსის უკმარი­სობიდან და, შესაბამისად, დამატებითი თანხის გამოყო­ფის აუცი­ლებლობიდან გამომდინარე:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური)   „ საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონით საქართველოს ენერგეტიკის სამინის­ტრო­სათვის განსაზღვრული საერთო ასიგნებებიდან დამატებით საკრედიტო რესურსად გამოყოს 44 000 (ორმოცდაოთხი ათასი) ლარი და სსიპ – ენერგოგენერაციასთან გააფორმოს სათანადო სასესხო ხელშეკრულება საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 აგვისტოს № 441 განკარგულების შესაბამისად.

2. სსიპ – ენერგოგენერაციამ უზრუნველყოს ამ გან­კარგულებით გამოყოფილი თანხების შესაბამისი კომპანიებისა­თვის ანაზღაურება საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 აგვისტოს № 441 განკარგულების შესაბამისად.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საჭიროების შემ­თხვევაში საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინადა­დებით შეიტანოს სათანადო ცვლილებები საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალურ განწერასა და ოპერატიულ-ფინანსურ გეგმაში.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                 ვ. გურგენიძე

კრებსითი — სრული ვერსია