ხარაგაულისა და ხონის მუნიციპალიტეტების გამგეობებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
793
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-12-17
გამოქვეყნების თარიღი
2007-12-17
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
ხარაგაულისა და ხონის მუნიციპალიტეტების გამგეობებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 793

2007 წლის 17 დეკემბერი

ქ. თბილისი

ხარაგაულისა და ხონის მუნიციპალიტეტების გამგეობებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილა­ური) „ საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართ­ვე­ლოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ხარაგაულისა და ხონის მუნიციპალიტეტების გამგეობებს აღებული ვალდებუ­ლე­ბების შეუფერხებლად დაფინანსებისათვის გამოუყოს 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი, მათ შორის: ხარა­გულის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი, ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 200 000  (ორასი ათასი) ლარი.

2. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორ­ციელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ. ასევე, კონტროლის განხორციელება ეთხოვოს  სახელმწიფო რწმუნე­ბულს – გუბერნატორს ადმინისტრაციულ-ტერიტო­რი­ულ ერთეულებში (ბაღდათის, ვანის, სამტრედიის, ხონის, წყალ­­ტუბოს, ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონის, ხარაგა­ულის, ჭიათურის, საჩხერის მუნიციპა­ლიტეტები და თვით­მმართვე­ლი ქალაქი ქუთაისი) ა. ბობოხიძეს.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                 ვ. გურგენიძე

კრებსითი — სრული ვერსია