საქართველოს მთავრობის
განკარგულება №123
2005 წლის 15 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
უცხოეთის ქვეყნების მეთაურთა ვიზიტის დასახვედრი საზეიმო ცერემონიების უმაღლეს დონეზე ორგანიზებისა და გამართვის მიზნით ,,საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს გამოეყოს 500 000 (ხუთასი ათასი) ლარი.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი