რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული, უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობის დახმარების ღონისძიებათა შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
121
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2005-04-14
გამოქვეყნების თარიღი
2005-04-14
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული, უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობის დახმარების ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №121

2005 წლის 14 აპრილი

ქ. თბილისი

რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული, უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობის დახმარების ღონისძიებათა შესახებ

რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში (ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხის რაიონები) 1991 წლიდან მომხდარი სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილია 126 ოჯახი. აქედან: ამბროლაურის რაიონში–65, ონში–30, ლენტეხში-11, ცაგერში–20. მათ შორის მიმდინარე წელს წყალდიდობებისა და მეწყრული მოვლენებით უსახლკაროდ დარჩა ამბროლაურის რაიონის სოფელ გენდუშში მცხოვრები 13 ოჯახი, ცაგერის რაიონის სოფელ ლასურიაშში 4 ოჯახი, ლენტეხის რაიონის სოფლებში 11 ოჯახი და ონის რაიონის სოფლებში 10 ოჯახი. მათი საცხოვრებელი პირობების უზრუნველსაყოფად საჭირო თანხა სავარაუდოდ 620 000 (ექვსას ოცი ათასი) ლარია.

ზემოაღნიშნული რაიონების მოსახლეობის დახმარების მიზნით:

1. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ (ე. ასტემიროვა) ,,საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შიდამიგრაციულ პროცესებთან დაკავშირებული ხარჯებით გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში, სათანადო კანონმდებლობის დაცვით რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში შეისყიდოს საცხოვრებელი სახლები უსახლკაროდ დარჩენილი 126 ოჯახისათვის.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                ზ. ნოღაიდელი

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია