საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 789
2007 წლის 17 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „ საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოუყოს 1 637 170 (ერთი მილიონ ექვსას ოცდაჩვიდმეტი ათას ას სამოცდაათი) ლარი სენაკის რაიონში 1992-1993 წლებში საომარი მოქმედების შედეგად მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე