იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ერთჯერადი ფულადი დახმარების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
788
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-12-17
გამოქვეყნების თარიღი
2007-12-17
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ერთჯერადი ფულადი დახმარების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 788

2007 წლის 17 დეკემბერი

ქ. თბილისი

იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ერთჯერადი ფულადი დახმარების შესახებ

1. იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, 210 000  იძულებით გადაადგილებულ პირს – დევნილს, რომელთაც „ საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა რეგისტრაციისა (ახალი ნიმუშის მოწმობის გაცემა) და კომ­პაქტურად განსახლების ობიექტების აღრიცხვის ღონისძიებათა განხორციელების შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 14 თებერვლის № 72 განკარგულების შესაბამისად გავლილი აქვთ 2007 წლის სავალდებულო რეგისტრაცია (ახალი ნიმუშის მოწმო­ბის გაცემა), გაეწიოს ერთჯერადი ფულადი დახმარება, თითო­ეულს 30 ლარის ოდენობით.

2. განკარგულების პირველი პუნქტით დასახულ ღონის­ძიებათა განხორციელებისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „ საქართველოს 2007 წლის სახელ­მწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონით გათვალის­წინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს (კ. სუბელიანი) გამოუყოს 6 300 000 (ექვსი მილიონ სამასი ათასი) ლარი.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                  ვ. გურგენიძე

კრებსითი — სრული ვერსია