გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ სასმელი წყლის სისტემებისა და ჭაბურღილების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
786
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-12-17
გამოქვეყნების თარიღი
2007-12-17
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ სასმელი წყლის სისტემებისა და ჭაბურღილების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 786

2007 წლის 17 დეკემბერი

ქ. თბილისი

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ სასმელი წყლის სისტემებისა და ჭაბურღილების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების შესახებ

1. გორის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის ნორმა­ლურად ფუნქციონირებისათვის გორის მუნიციპალიტეტის მიერ 2007 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებულია სასმელი წყლის სისტემებისა და ჭაბურღილების სამუშაოები, რომლებიც მოიცავს:

ა) სოფელ ატენის სასმელი წყლით მომარაგების რეაბი­ლიტაციას;

ბ) სოფელ ქიწნისის სასმელი წყლით მომარაგების რეაბი­ლიტაციას;

გ) სოფელ ბროწლეთის ჭაბურღილის რეაბილიტაციას;

დ) სოფელ შერთულში ჭაბურღილის რეაბილიტაციას;

ე) სოფელ ნიქოზში ჭაბურღილის რეაბილიტაციას;

ვ) სოფელ ქიწნისში ახალი ჭაბურღილის მოწყობას.

2. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ “ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ ე “ ქვეპუნქტის შესაბამისად б ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების შეზღუ­დულ ვადებში შესრულების მიზნით შესყიდვა განახორ­ციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

3. განკარგულების შესრულების კონტროლის განხორ­ციელება ეთხოვოს სახელმწიფო რწმუნებულს ­– გუბერ­ნა­ტორს საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთე­ულებში (გორის, კასპის, ხაშურისა და ქარელის  მუნი­ციპა­ლიტეტები) ვ. გეგელაშვილს.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                    ვ. გურგენიძე

კრებსითი — სრული ვერსია