„უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სექტორის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და დაფინანსების ზრდის სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 ივლისის №378 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
778
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-12-05
გამოქვეყნების თარიღი
2007-12-05
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სექტორის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და დაფინანსების ზრდის სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 ივლისის №378 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 778

2007 წლის 5 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სექტორის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და დაფინანსების ზრდის სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის  27 ივლისის № 378 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზო­გა­დი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად б „ უმაღ­ლესი განათლებისა და მეც­ნიერების სექტორის ინფრა­სტრუქტურის განვითარებისა და დაფინანსების ზრდის სამოქ­მედო გეგმის შემმუშავებელი სამ­თავ­რობო კომისიის შექმნის შესახებ “ საქართველოს მთავრო­ბის 2007 წლის 27 ივლისის № 378 განკარგულებაში შეტანილ იქნეს  შემდეგი ცვლილებები:

 ა) პირ­ველი  პუნქტი ჩამოყა­ლიბდეს ახალი რედაქციით:

„ 1. „ საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამო­სი­ლებისა და საქმიანობის წესის შესახებ “ საქართველოს კა­ნო­­ნის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად б უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სექტორის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და დაფინანსების გაზრდის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განხორციელების მიზნით შეიქმნას უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სექტორის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და დაფინანსების ზრდის სამოქმედო გეგმის შემ­მუშავებელი სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლო­ბით:

ვლადიმერ გურგენიძე – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კო­მი­სიის თავმჯდომარე

მამუკა ახვლედიანი – ქ. თბილისის მერის პირველი მოადგილე (ვიცე-მერი), მერიის ადმინისტრაციის უფროსი

კახა ბენდუქიძე – საქართველოს სახელმწიფო მი­ნის­­ტრი რეფორმების კოორდინა­ციის საკითხებში

კახა დამენია – საქართველოს ეკონომიკური გან­ვი­­თარების მინისტრის მოადგილე

ალექსანდრე დიდებულიძე – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე

ჩიორა თაქთაქიშვილი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი

ვახტანგ ლეჟავა – საქართველოს ეკონომიკური გან­ვითარების მინისტრის პირველი მოადგილე

მაია მიმინოშვილი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

ოთარ ნათიშვილი – საქართველოს მეცნიერებათა აკა­დემიის აკადემიკოსი მდივანი

პაპუნა პეტრიაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინის­ტრის მოადგილე

თეიმურაზ სამადაშვილი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოად­გილე

გიორგი უგულავა – ქ. თბილისის მერი

შოთა ჭალაგანიძე – საქართველოს სოფლის მეურნეო­ბის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრუ­ლე­ბელი. “ ;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

,,3. განკარგულების ძალაში შესვლიდან შვიდ თვეში კომისიამ საქართველოს მთავრობას წარუდგინოს ამ განკარგულებით გათვალისწინებულ წინადადებათა პაკეტი შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტებთან ერთად. “ .

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

ვიცე-პრემიერი                       გ. ბარამიძე

კრებსითი — სრული ვერსია