„საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №76 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
769
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-12-05
გამოქვეყნების თარიღი
2007-12-05
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №76 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 769

2007 წლის 5 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის № 76 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. შეტანილ იქნეს ცვლილება „ საქართველოს ევროკავ­შირში ინტეგრაციის კომისიის შექმნის შესახებ“ საქართვე­ლოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის № 76 განკარგუ­ლებაში და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქ­ციით:

„ 1. „ საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამო­სილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შეიქმნას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ვლადიმერ გურგენიძე – საქართველოს პრემიერ-მინის­ტრი, კომისიის თავმჯდომარე

გიორგი არველაძე – საქართველოს ეკონომიკური გან­ვითარების მინისტრი

გიორგი ბარამიძე – საქართველოს სახელმწიფო მი­ნის­ტრი ევროპულ და ევროატ­ლან­ტიკურ სტრუქტურებში ინტეგ­რაციის საკითხებში, ვიცე-პრე­მიერი, კომისიის თავ­მჯდო­მარის მოდგილე

დავით ბაქრაძე – საქართველოს სახელმწიფო მი­ნისტრი კონფლიქტების მოგვა­რე­ბის საკითხებში

კახა ბენდუქიძე – საქართველოს სახელმწიფო მი­ნისტრი რეფორმების კოორდინა­ცი­ის საკითხებში

გელა ბეჟუაშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, კომისიის თავმჯდომა­რის მოადგილე

ზინაიდა ბესტაევა – საქართველოს სახელმწიფო მი­ნისტრი სამოქალაქო ინტეგრა­ცი­ის საკითხებში

გიორგი გაბაშვილი – საქართველოს კულტურის, ძეგ­ლთა დაცვისა და სპორტის მი­ნისტრი

ნიკა გილაური – საქართველოს ფინანსთა მინის­ტრი

ივანე მერაბიშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

მაია მიმინოშვილი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

სალომე სამადაშვილი – საქართველოს საგანგებო და სრულ­უფლებიანი ელჩი ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში, ევროგაერთია­ნებებ­თან საქართველოს მისიის ხელ­მძღვა­ნელი

კობა სუბელიანი – საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი

დავით ტყეშელაშვილი – საქართველოს შრომის, ჯანმრთე­ლობისა და სოციალური დაცვის მინისტრი

ეკატერინე ტყეშელაშვილი – საქართველოს იუსტიციის მინის­ტრი

არჩილ ყარაულაშვილი – საქართველოს ევროპულ და ევ­როატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელ­მწიფო მინისტრის აპარატის ევ­როინტეგრაციის საკითხთა კოორ­დი­ნაციის სამსახურის უფროსი, კომისიის მდივანი

დავით ჩანტლაძე – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინის­ტრი

პეტრე ცისკარიშვილი – საქართველოს სოფლის მეურნეო­ბის მინისტრი

ალექსანდრე ხეთაგური – საქართველოს ენერგეტიკის მი­ნის­ტრი.“ .

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

ვიცე-პრემიერი                      გ. ბარამიძე

 

 

კრებსითი — სრული ვერსია