„საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 7 სექტემბრის №482 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
638
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-10-26
გამოქვეყნების თარიღი
2007-10-26
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 7 სექტემბრის №482 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 6 38

2007 წლის 26 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„ საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 7 სექტემბრის №482 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. „ საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სა­ქარ­თველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელ­მწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ტურიზმისა და კურორ­ტების დეპარტამენტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 7 სექტემბრის №482 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„ 1. 2007 წლის 25-26 სექტემბერს ქ. თბილისში საერთა­შორისო კონფერენციასა – სტრატეგიული კომუნიკაცია ტუ­რიზ­­მის სფეროში „ TOURCOM“ და ლონდონის საერთა­შორისო ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაში _ „ WORLD TRAVEL MAR­KET“ (WTM) მონაწილეობის მისაღებად საქარ­თველოს ფინანს­თა სამინის­ტრომ (ნ. გილაური) „ საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინე­ბული საქართველოს მთავრობის სარე­ზერვო ფონდიდან საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამი­ნის­ტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – ტუ­რიზ­მისა და კურორტების დეპარტამენტს გამოუყოს 777 000 (შვიდას სამოცდაჩვიდმეტი ათასი) ლარი, საიდანაც საერთა­შორისო ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაში (WTM) მონაწილე­ობის მისაღებად დახარ­ჯოს 241 154 (ორას ორმოცდაერთი ათას ას ორმოცდა­თოთხმეტი) ლარი.“ ;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 2. „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ ე“ ქვეპუნქტის შესაბა­მისად აღნიშნულ კონფერენციასა და გამოფენა-ბაზრობაში მონაწილეობისათვის საჭირო ღო­ნისძიებათა შეზღუდულ ვა­დებში შეუ­ფერხებელი განხორციელებისათვის საქართვე­ლოს ეკონომი­კური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვე­უწყებო დაწესებულებამ – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა შესაბამისი შესყიდვები განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების სა­შუალებით.”.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი           ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია