შპს „ბათუმის თამბაქოს კომბინატის” სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილის (100 პროცენტი) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
397
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2006-08-23
გამოქვეყნების თარიღი
2006-08-23
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
შპს „ბათუმის თამბაქოს კომბინატის” სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილის (100 პროცენტი) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება  № 397 

2006  წლის  23  აგვისტო 

ქ. თბილისი

შპს „ბათუმის თამბაქოს კომბინატის” სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილის (100 პროცენტი) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ

1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის სახელმწი­ფო ქონების საკუთრებაში გადაცემის წესის შესახებ” საქარ­თველოს მთავრობის 2005 წლის 19 თებერვლის № 26 დადგე­ნი­ლებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას პრივატიზების მიზნით საკუთრებაში გადაეცეს შპს „ბათუმის თამბაქოს კომბინატის” (ქ. ბათუმი, ხიმშიაშვილის ქ. № 20) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილი (100 პროცენტი), დანართის მიხედვით.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) განკარგულების შესასრულებლად უზრუნ­ველყოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღო­ნის­ძიებათა განხორციელება.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 

პრემიერ-მინისტრი                ზ. ნოღაიდელი

დანართი

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადასაცემი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილი

 

№

საწარმოს დასახე-ლება

იური-დიული მისამართი

საწესდებო კაპიტალი (ლარობით)

სახელმწი­ფოს წილი (%)

საქმიანობის სფერო

საანგარი­შო წლის მო­გე­­ბა, ზარა­ლი (ლა­რო­ბით)

კრედიტორუ­ლი დავა­ლია­ნება (ლარობით)

დები-ტო­რუ-ლი დავა-ლი­ანება (ლა-რო­ბით)

შენი-შვნა

1.

შპს „ბათუმის თამბაქოს კომბინატი”

ქ.ბათუმი, ხიმშიაშვი­ლის ქ.#20

2046260 (ორი მილიონ ორმოცდა­ექვსი ათას ორას სამოცი)

 

 

 

100 (ასი)

თამბაქოს წარმოება, გადამუშავება და რეალიზაცია; სხვა სახის სამეურნეო და კომერციული საქ­მია­ნობა, რომელიც არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებ­ლობას

 

 

 

 

7734000

 

 

 

817100

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია