საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 398
2007 წლის 27 ივლისი
ქ. თბილისი
ყოფილი სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს („ საქინფორმის“ ), ამჟამად შპს „ საქინფორმის“ ფოტოქრონიკის არქივის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივისათვის გადაცემის შესახებ
„ ყოფილი სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ( „ საქინფორმის “ ), ამჟამად შპს „ საქინფორმის “ ფოტოქრონიკის არქივის შესახებ “ საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 30 ივნისის № 3406-რს დადგენილების შესრულების მიზნით:
1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (გ. არველაძე) უზრუნველყოს ყოფილი სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ( „ საქინფორმის “ ), ამჟამად შპს „ საქინფორმის “ ფოტოქრონიკის არქივის საჯარო სამართლის იურიდიულ პირის – საქართველოს ეროვნული არქივისათვის გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესი თ.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი