საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის თავმჯდომარის რ. ჭითანავას მსოფლიო მეტეოროლოგიურ ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დანიშვნის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
91
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2005-04-01
გამოქვეყნების თარიღი
2005-04-01
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის თავმჯდომარის რ. ჭითანავას მსოფლიო მეტეოროლოგიურ ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დანიშვნის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №91

2005 წლის 1 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის თავმჯდომარის რ. ჭითანავას მსოფლიო მეტეოროლოგიურ ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დანიშვნის შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანო­ნის მე-5 მუხლის „ ს“ ქვეპუნქტისა და 27-ე მუხლის მე-2 პუნ­ქტის შესაბამისად:

1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რე­სურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის თავ­მჯდომარე რამაზ ჭითანავა დაინიშნოს საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად მსოფლიო მეტეოროლოგიურ ორგანიზა­ციაში (მმო).

2. დაევალოს რ.ჭითანავას საქართველოს სახელით აწარ­მოოს ურთიერთობა მსოფლიო მეტეოროლოგიურ ორგანიზა­ციასთან.

3. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ს. ზურა­ბიშვილი) მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის გენერალურ მდივანს დიპლომატიური არხებით აცნობოს, რომ რ. ჭითანავა დაინიშნა საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად მსოფლიო მეტეოროლოგიურ ორგანიზაციაში.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                ზ. ნოღაიდელი

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია