საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 364
2007 წლის 11 ივლისი
ქ. თბილისი
„ ქვემო ქართლის მხარეში შემავალი თვითმმართველი ერთეულების გამგეობების, სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 იანვრის №30 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის “ 63-ე მუხლის თანახმად „ ქვემო ქართლის მხარეში შემავალი თვითმმართველი ერთეულების გამგეობების, სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და აჭარის ავტონომიური რესპუბ-ლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ “ საქარ-თველოს მთავრობის 2007 წლის 24 იანვრის №30 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგუ-ლების პირველი პუნქტის „ ა “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„ ა) ქ. რუსთავის მერიას ინფრასტრუქტურის განვითარებისავთის გამოუყოს – 4 991 468 (ოთხი მილიონ ცხრაას ოთხმოცდათერთმეტი ათას ოთხას სამოცდარვა) ლარი:
ა.ა) ტაშკენტის ქუჩის გზის საფარის აღდგენის, სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციისათვის;
ა.ბ) თოდრიას II ჩიხის გზის საფარის, წყალსადენის აღდგენის, სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციისათვის;
ა.გ) თოდრიას III ჩიხის გზის საფარის, წყალსადენის აღდგენის, სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციისათვის;
ა.დ) ქუთაისის ქუჩის გზის საფარის აღდგენის, სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციისათვის;
ა.ე) ლეონიძის ქუჩის გზის საფარის აღდგენის, სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციისათვის;
ა.ვ) XVII მ/რაიონის გზის საფარის აღდგენისათვის;
ა.ზ) XII მ/რაიონის გზის საფარისა და წყალსადენის აღდგენისათვის;
ა.თ) მესხიშვილის I გადასასვლელის გზის საფარისა და წყალსადენის აღდგენისათვის;
ა.ი) მაიაკოვსკის ქუჩის გზის საფარის, წყალსადენის აღდგენისა და საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაციისათვის;
ა.კ) ტაშკენტის მოედნის წყალსადენის რეაბილიტაციისათვის;
ა.ლ) ქუთაისის მოედნის ფეკალური კანალიზაციისა და სანიაღვრე ქსელის მოსაწყობად;
ა.მ) ქ. რუსთავის XV მ/რაიონის შიდა კვარტალური გზის საფარის სრული რეაბილიტაციისათვის და XV მ/რაიონის შიდა კვარტალური წყალსადენის რეაბილიტაციისათვის. “ .
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი