ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება № 458
2005 წლის 1 ნოემბერი
ქ. თბილისი
2005 წლის 29 ივნისს გაფორმებული სესხის ხელშეკრულების „ ქალაქ თბილისს, შპს „ მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოს“ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს“ შორის, 2005 წლის 17 ოქტომბერს გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების „ ჰოლანდიის საინვესტიციო ბანკს განვითარებადი ქვეყნებისათვის (NIO ბანკი) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს“ შორის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ 2005 წლის 17 ოქტომბერს EBRD-ში გაგზავნილი წერილის შესახებ
1. მოწონებულ იქნეს 2005 წლის 29 ივნისს გაფორმებული სესხის ხელშეკრულება „ ქალაქ თბილისს, შპს „ მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოს “ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს “ შორის, 2005 წლის 17 ოქტომბერს გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულება „ ჰოლანდიის საინვესტიციო ბანკს განვითარებადი ქვეყნებისათვის (NIO ბანკი) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის “ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ 2005 წლის 17 ოქტომბერს EBRD-ში გაგზავნილი წერილი.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) და ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ხელი შეუწყონ პროექტის წარმატებით განხორციელებას.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი