საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 342
2007 წლის 4 ივლისი
ქ. თბილისი
,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების (უძრავი), როგორც დამატებითი ქონების, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილების დამტკიცების თაობაზე
1. „ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ “ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება „ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების (უძრავი), როგორც დამატებითი ქონების, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემის შესახებ “ (საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 26 ივნისის № 1-1/957 ბრძანება).
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი