„საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №76 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
42
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2005-03-10
გამოქვეყნების თარიღი
2005-03-10
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №76 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №42

2005 წლის 10 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №76 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობაში მომხდარი სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების გათვალისწინებით „ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის № 76 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. განკარგულების პირველი პუნქტით შექმნილი კომისიის შემადგენლობა ჩამოყალიბდეს ახალი რადაქციით:

ზურაბ ნოღაიდელი - საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

ალექსი ალექსიშვილი - საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი

გიორგი ბარამიძე - საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, კომი-სიის თავმჯდომარის მოადგილე

კახა ბენდუქიძე - საქართველოს სახელმწიფო მი-ნისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში

თამარ ბერუჩაშვილი - ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელ-მწიფო მინისტრის მოადგილე

გიორგი გაბაშვილი - საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი

ნიკოლოზ გილაური - საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი

კონსტანტინე ზალდასტანიშვილი - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიის სამეფოში, ნიდერლანდის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში, ევროგაერთიანებასთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი

სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

კონსტანტინე კემულარია - საქართველოს იუსტიციის მინისტრი, ვიცე-პრემიერი

ალექსანდრე ლომაია - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

ივანე მერაბიშვილი - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

გიორგი პაპუაშვილი - საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი

მიხეილ სვიმონიშვილი - საქართველოს სოფლის მეურ-ნეობის მინისტრი

არჩილ ყარაულაშვილი - ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სა-კითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროინტეგრაციის საკითხთა კო-ორდინაციის სამსახურის უფროსი, კომისიის მდივანი

ვალერი ჩეჩელაშვილი - საქართველოს ფინანსთა მინისტრი

ვლადიმერ ჭიპაშვილი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი

გიორგი ხაინდრავა - საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში.

2. განკარგულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 2. კომისიის სამდივნოს ფუნქციების შესრულება განახორციელოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა“ .

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                 ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია