საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1492
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-10-21
გამოქვეყნების თარიღი
2013-10-25
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016142
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 1492

2013 წლის 21 ოქტომბერი

 ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სსიპ - საქართველოს ეროვნულმა საინვესტიციო სააგენტომ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელოს მიმდინარე წლის 1 1-1 6 ნოემბერს აშშ-ში, ქალაქ ვაშინგტონში, დაგეგმილი კონფერენციისა და სხვა სამუშაო შეხვედრებისათვის საჭირო საქონლისა და მომსახურების  სახელმწიფო შესყიდვა .

2. ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნული ღონისძიების ორგანიზებისათვის საჭირო ხარჯების (დარბაზის, აპარატურის, საქმიანი სადილების, ბროშურების ბეჭდვის, კონფერენციასა და საქმიან შეხვედრებში მონაწილე პირების ტრანსპორტირებისა და სასტუმროში განთავსების, ასევე ღონისძიებასთან დაკავშირებული სხვა ხარჯების) ანაზღაურება მოხდეს სსიპ - საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს პროგრამებისათვის განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში.

3. „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის № 9 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-7და მე-12 პუნქტების შესაბამისად, წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში, მომსახურებისა და საქონლის მომწოდებლები გათავისუფლდნენ სსიპ - საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსათვის გარანტიის წარმოდგენის ვალდებულებისაგან.

პრემიერ-მინისტრი                                                                                      ბ . ივანიშვილი

 

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია