ქ. თბილისის იუსტიციის სახლის ავტოსადგომის მშენებლობაზე შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1491
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-10-21
გამოქვეყნების თარიღი
2013-10-25
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016141
ქ. თბილისის იუსტიციის სახლის ავტოსადგომის მშენებლობაზე შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1491

2013 წლის 21 ოქტომბერი

 ქ. თბილისი

ქ. თბილისის იუსტიციის სახლის ავტოსადგომის მშენებლობაზე შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების თაობაზე

1. ქ. თბილისის იუსტიციის სახლის ავტოსადგომის მშენებლობაზე შპს „ნიუ კონსტრაქშენის“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 243917302) მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს საკუთარი შემოსავლებიდან გამოიყოს 230,052.15 ლარი.

2. განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნული თანხის ანაზღაურების ვადებისა და პირობების შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გააფორმოს შეთანხმება შპს „ნიუ კონსტრაქშენთან“.

პრემიერ-მინისტრი                                                                                                  ბ. ივანიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია