შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბრძანება №52847
2013 წლის 22 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„ გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 22 მარტის № 1205 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63 -ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის № 303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ და „უ ” ქვეპუნქტებ ის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1 . „ გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 22 მარტის № 1205 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 361 პუნქტი:
„361. საწარმოს/ორგანიზაციის მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვისას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 293-ე მუხლის მე-10 და მე-12 ნაწილების მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საგადასახადო შეთანხმებით განსაზღვრული პერიოდი მოიცავს საგადასახადო წლის 1 აპრილს, ვინაიდან მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით.
მაგალითად:
შპს „ელიტას ” და შემოსავლების სამსახურს შორის 2012 წლის 18 აპრილს გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება გადასახადის ყველა სახეობის მიხედვით საგადასახადო დავალიანებაზე და არადეკლარირებულ საგადასახადო ვალდებულებებზე, რომელიც მოიცავდა 2012 წლის 10 მარტამდე პერიოდს. შპს „ელიტას ” მიერ 2012 წლის 15 მაისს წარმოდგენილ იქნა 2011 წლის ქონების გადასახადის დაზუსტებული დეკლარაცია, რომლითაც პირველად დეკლარაციასთან მიმართებაში შემცირებულ იქნა მიწის გადასახადი.
მოცემულ შემთხვევაში:
ვინაიდან საგადასახადო შეთანხმება მოიცავს 2012 წლის 10 მარტამდე პერიოდს, ხოლო მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით, შპს „ელიტას“ პირადი აღრიცხვის ბარათზე აისახება საზოგადოების მიწის გადასახადის მიმდინარე ვალდებულება, მიუხედავად იმისა, რომ დაზუსტებული დეკლარაციით მცირდება გადასახდელი თანხის ოდენობა.
2 . ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე .
ლაშა ხუციშვილი