საქართველოს მთავრობას, კომპანია Atac Insaat Ve Sanayi AS (Atac Construction and Industry Inc.Co)-ს, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ და შპს „ენერგოტრანსს“ შორის 2011 წლის 26 ოქტომბერს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის გაუქმების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1467
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-10-21
გამოქვეყნების თარიღი
2013-10-25
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016115
საქართველოს მთავრობას, კომპანია Atac Insaat Ve Sanayi AS (Atac Construction and Industry Inc.Co)-ს, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ და შპს „ენერგოტრანსს“ შორის 2011 წლის 26 ოქტომბერს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის გაუქმების თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 1467

2013 წლის 21 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობას, კომპანია Atac Insaat Ve Sanayi AS (Atac Construction and Industry Inc.Co)-ს, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ და შპს „ენერგოტრანსს“ შორის 2011 წლის 26 ოქტომბერს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის გაუქმების თაობაზე

1. მიღებულ იქნეს ცნობად კომპანია Atac Insaat Ve Sanayi AS (Atac Construction and Industry Inc.Co)-ის წერილობითი შეტყობინება (წერილის თარიღები: 29.11.12 და 21.12.12) საქართველოს მთავრობას, კომპანია Atac Insaat Ve Sanayi AS (Atac Construction and Industry Inc.Co)-ს, სს „ელექ­ტ­რო­ენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“, სს „საქართველოს სა­ხელმწიფო ელექტროსისტემას“ და შპს „ენერგოტრანსს“ შორის 2011 წლის 26 ოქტომბერს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ცალ­მხრივად გაუქმების შესახებ.

2. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ (კახა კალაძე), მემორან­დუმის 5.5. პუნქტის თანახმად, უზრუნველყოს კომპანია Atac Insaat Ve Sanayi AS (Atac Construction and Industry Inc.Co)-ის მიერ აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში წარმოდგენილი 6 910 000.00 აშშ დოლარის ოდენობის საბანკო გარანტიის დაბრუნება (გაუქმება).

პრემიერ-მინისტრი            ბ . ივანიშვილი

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია