საზღვარგარეთ სამედიცინო მომსახურების დაფინანსების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1450
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-10-18
გამოქვეყნების თარიღი
2013-10-25
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016126
საზღვარგარეთ სამედიცინო მომსახურების დაფინანსების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 1450

2013 წლის 18 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საზღვარგარეთ სამედიცინო მომსახურების დაფინანსების შესახებ

1. „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქა ­რ ­­­თველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,  მოქალაქე ლიკა კაპანაძის (დაბ. 22.06.2009წ. პ/ნ 38950001008) საზღვარგარეთ საჭი­რო სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მიზნით , დაევალოს საქარ­თველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინი­სტ­რ­ოს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – სოციალური მო­მსა­ხურების სააგენტოს „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუ­ჯე­ტ­ის შესახებ“ საქართველოს კანონით „ბავშვთა ონკოჰემატოლოგიური მომ­სა­ხურება“ პროგრამის (პროგრამული კოდი 35 03 03 03) ასიგნებიდან იტა­ლიაში, ქალაქ ვერონაში, საუნივერსიტეტო კლინიკაში (AZIENDA OSPEDALIERA UNIVERSITARIA INTEGRATA) ძვლის ტვინის (ღეროვანი უჯ­რედის) ტრანსპლანტაციის დაფინანსება 5 3 000 (ორმოცდაცამეტი ათა­სი) ევროს ოდენობით, არამატერიალიზებული ვაუჩერის მეშვეობით, ერთჯერადად, წინასწარი ანგარიშსწორების საშუალებით.

2. მოქალაქე ამ განკარგულებით გათვალისწინებულ დაფინანსებას იღებს სახელმწიფო დახმარების სახით. ამასთან, მან (მისმა კანონიერმა წარ­მო­მადგენელმა)  უნდა უზრუნველყოს დადგენილი ფორმის წერილო­ბი­­თი ვალდებულების აღება, რომლის მიხედვითაც  მომსახურების მი­ღე­ბი­დან არაუგვიანეს 60 კალენდარული დღისა სსიპ – სოციალური მომ­სა­ხუ­რების სააგენტოს წარუდგენს შესრულებული სამუშაოს ანგარიშს და ხა­რ­ჯის დამადასტურებელ დოკუმენტს.

3. დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს შრო­მის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდ­გო­მში – სამინისტრო) წინადადებების საფუძველზე, საქართველოს საბი­უჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, „საქართვე­ლ­ოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სა­მინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში განახორციე­ლ­ოს შესაბამისი ცვლილებები.

პრემიერ-მინისტრი                              ბ . ივანიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია