„ა(ა)იპ - სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის ცენტრ „აისისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 31 იანვრის №167 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1462
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-10-21
გამოქვეყნების თარიღი
2013-10-25
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016144
„ა(ა)იპ - სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის ცენტრ „აისისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 31 იანვრის №167 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 1462

  2013 წლის 21 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„ა(ა) იპ - სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის ცენტრ „აისისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2012 წლის 31 იანვრის  №167 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63 - ე მუხლის შესაბამისად , „ა(ა) იპ - სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის ცენტრ „აისისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონე­ბის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2012 წლის 31 იანვრის  №167 განკარ­გუ­ლე­ბაში შეტანილ იქნეს ცვლი­ლებები და განკარგულების პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხ­ლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონო­მიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომ ა(ა) იპ - სარეაბი­ლიტაციო და სოციალური ადაპტაციის ცენტრ „აისს“ (საიდენტიფიკაციო კოდი: №204430106) უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, 30 წლის ვა­დით, გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქ .თბილისში , ჩიქ­ვანაიას ქ . №21-ში მდებარე 9202 კვ.მ . არასასოფლო -სამეურნეო დანიშნუ­ლების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა -ნაგებობა №1,   საერთო ფართობით - 700.21 კვ.მ . (მათ შორის, სარდაფი 122.71 კვ.მ , I სარ­თული - 206.37 კვ.მ . II სართული -  217.88 კვ.მ , სხვენი -  153.25 კვ.მ ), №2, სა­ერ­თო ფართობით - 243.23 კვ.მ, №3, საერთო ფართობით - 10.32 კვ.მ,  №4,  საერთო ფართობით -  122.02 კვ.მ,  №5,  საერთო ფართობით - 161.74 კვ.მ, №6,  საერთო ფართობით -  56.26 კვ.მ (მიწის ( უძრავი ქონების) საკა­ დას­ ტრო კოდი № 01.11.04.005.041) .

2. უსასყიდლო უზუფრუქტით გადაცემა განხორციელდეს შემდეგი პირობებით:

ა) ა(ა) იპ - სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის ცენტრ „აისის“ მიერ, 2013 წლის 1 ნოემბრამდე, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემულ მთელ ქონებაზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავ­შვებისათვის დღის  ცენტრისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქ­ტუ­რის შექმნა და მისი ფუნქციონირების დაწყების უზრუნველყოფა;

ბ) ა(ა) იპ - სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის ცენტრ „აისის“ მიერ დამოუკიდებლად ან/და მესამე პირის მეშვეობით, დღის ცენტრის ფუნქციონირებისათვის საჭირო შენობ( ებ)ის შექმნის მიზნით, არანაკლებ 380 000 ( სამას ოთხმოცი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდე­ნობის ხარჯვის განხორციელება ;

გ) ა(ა) იპ - სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის ცენტრ „აისის“ მიერ ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დღის ცენტრისათვის და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურისათვის სარგებლობის მიზნის შენარჩუნება ქონებით სარგებლობის მანძილზე;

დ) ა(ა) იპ - სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის ცენტრ „აი­სის“ მიერ ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დღის  ცენტრში, შე­ზ­ღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის უსასყიდლოდ სწა­ვ­ლების უზრუნველყოფა.“ .

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინის­ტ­როს სისტემაში შემავალმა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა საა­გე­ნ­ტომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელოს კანონმ­დე­ბლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

პრემიერ -მინისტრი                                                               ბიძინა ივანიშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია