საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 589
2007 წლის 12 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„ სპორტსმენებისა და მოყვარულთათვის სპორტულ ცენტრებში საუკეთესო სავარჯიშო პირობების შესაქმნელად საპრივატიზაციო პროგრამის “ ფარგლებში ქ. თბილისის მერიის ოლიმპიური მზადების (კომპლექსური) მთავარი ცენტრის სპორტის სახეობათა ფილიალ „ დიღმის “ (დიღმის მასივის III კვ.), ქ. თბილისის მერიის ოლიმპიური მზადების (კომპლექსური) მთავარი ცენტრის მ. მესხის სახელობის ფეხბურთის სპეციალიზებულ ცენტრ „ ავაზასა “ (დიღმის მასივის III კვ.) და სოფელ დიღომში არსებულ ტერიტორიაზე მდებარე უძრავი ქონების კონკურენტული შერჩევის გზით გამოვლენილი პირისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს პრეზიდენტისათვის წინადადების წარდგენის თაობაზე
1. „ სახელმწიფო ქონებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ “ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად ქ. თბილისის მთავრობის მიერ განხილული წინადადებებიდან შერჩეულ იქნეს შპს „ ველაჯიოს “ წინადადება და შპს „ ველაჯიოს “ პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაეცეს ქ. თბილისის მერიის ოლიმპიური მზადების (კომპლექსური) მთავარი ცენტრის სპორტის სახეობათა ფილიალი „ დიღომი “ (დიღმის მასივის III კვ.; მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №01/13/03/41/10; მიწის ფართობი – 8440 კვ.მ და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები), ქ. თბილისის მერიის ოლიმპიური მზადების (კომპლექსური) მთავარი ცენტრის მ. მესხის სახელობის ფეხბურთის სპეციალიზებული ცენტრი „ ავაზა “ (დიღმის მასივის III კვ.; მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №01/13/3/38/004; მიწის ფართობი – 13039 კვ.მ და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები) და სოფელ დიღომში (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №72/14/20/203) არსებულ ტერიტორიაზე (მიწის ფართობი – 3440 კვ.მ) მდებარე უძრავი ქონება 5 000 (ხუთი ათასი) ლარად.
აღნიშნული ობიექტების პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაცემის პირობებად განისაზღვროს:
ა) ინვესტორისათვის გადაცემული ქონება, მდებარე დიღმის მასივის III კვ-ში (ქ. თბილისის მერიის ოლიმპიური მზადების (კომპლექსური) მთავარი ცენტრის სპორტის სახეობათა ფილიალი „ დიღომი “ ), ხდება მისი საკუთრება და ინვესტორს აქვს უფლება გამოიყენოს იგი სურვილისამებრ;
ბ) საინვესტიციო ობიექტი, მდებარე დიღმის მასივის III კვ-ში (ქ. თბილისის მერიის ოლიმპიური მზადების (კომპლექსური) მთავარი ცენტრის მ. მესხის სახელობის ფეხბურთის სპეციალიზებული ცენტრი „ ავაზა “ ), ინვესტორს გადაეცემა საკუთრების უფლებით. ინვესტორი ვალდებულია მოახდინოს საინვესტიციო ობიექტის რეაბილიტაცია №1 დანართის შესაბამისად და განსაზღვრული სპორტული პროფილი შეუნარჩუნოს 10 (ათი) წლის განმავლობაში;
გ) საინვესტიციო ობიექტი, მდებარე სოფელ დიღომში, ინვესტორს გადაეცემა საკუთრებაში, ამასთან, ინვესტორი ვალდებულია ობიექტზე ააშენოს მრავალპროფილიანი სპორტული ცენტრი №1 დანართის შესაბამისად და შეუნარჩუნოს სპორტული პროფილი 10 (ათი) წლის განმავლობაში;
დ) ინვესტორმა ამ პუნქტის „ ბ “ და „ გ “ ქვეპუნქტებში მოცემული საინვესტიციო ობიექტების აღჭურვა და №1 დანართში აღნიშნული სავალდებულო სარემონტო-სამშენებლო საქმიანობა განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 14 (თოთხმეტი) თვის ვადაში;
ე) საინვესტიციო ობიექტის მშენებლობისა და აღჭურვის ვადების დარღვევის შემთხვევაში ინვესტორს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ჯარიმად დაეკისრება 600 (ექვსასი) აშშ დოლარი;
ვ) საინვესტიციო ობიექტის მშენებლობისა და აღჭურვის ვადის 3 თვეზე მეტი პერიოდით დარღვევის შემთხვევაში ხელშეკრულება ითვლება შეწყვეტილად და ინვესტორს ჩამოერთმევა საბანკო გარანტიით წარმოდგენილი თანხა;
ზ) ინვესტორმა ნასყიდობის ხელშეკრულების გასაფორმებლად ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების უზრუნველსაყოფად წარმოადგინოს საბანკო გარანტია ხელშეკრულების გაფორმებიდან 14 (თოთხმეტი) თვის ვადით, საპრივატიზებო ქონების ღირებულების 5% ოდენობით, ხოლო თუ შემოთავაზებული ინვესტიციის მოცულობა აღემატება საპრივატიზებო ქონების ღირებულებას, აღნიშნული საბანკო გარანტია უნდა შეესაბამებოდეს შემოთავაზებული ინვესტიციის მოცულობის 5%;
თ) საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით ნასყიდობის საგნის საფასურის გადახდის საბოლოო ვადად განისაზღვროს 2007 წლის 31 დეკემბერი;
ი) ინვესტორი ვალდებულია შეიმუშაოს №2 დანართის შესაბამისად სახელმწიფოს მიერ სპორტსმენებისა და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობისათვის 10 წლის განმავლობაში მისაცემი ყოველწლიური ვაუჩერის შესაბამისი სააბონემენტო გამაჯანსაღებელი პაკეტი;
კ) ხელშეკრულების გაფორმებამდე ინვესტორი ვალდებულია ქ. თბილისის მერიაში წარადგინოს განსახორციელებელი ინვესტირების ხარჯთა ნუსხა;
ლ) ინვესტორი ვალდებულია ქ. თბილისის მერიის მოთხოვნისთანავე ან ექვს თვეში ერთხელ წარადგინოს ანგარიში გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების შესახებ.
2. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს, მიიღოს გადაწყვეტილება შპს „ ველაჯიოსათვის “ ქ. თბილისის მერიის ოლიმპიური მზადების (კომპლექსური) მთავარი ცენტრის სპორტის სახეობათა ფილიალ „ დიღმის “ (დიღმის მასივის III კვ.), ქ. თბილისის მერიის ოლიმპიური მზადების (კომპლექსური) მთავარი ცენტრის მ. მესხის სახელობის ფეხბურთის სპეციალიზებულ ცენტრ „ ავაზასა “ (დიღმის მასივის III კვ.) და სოფელ დიღომში არსებულ ტერიტორიაზე მდებარე უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი