მარნეულის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1484
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-10-21
გამოქვეყნების თარიღი
2013-10-25
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016119
მარნეულის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 1484

 2013 წლის 21 ოქტომბერი

 ქ. თბილისი

მარნეულის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელების შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, მიეცეს უფლება მარნეულის მუნიციპალიტეტს, სოფელ თამარისის და სოფელ შაუმიანის წყალსადენის ქსელის რეკონსტრუქციისა და ქ. მარნეულში ადგილობრივი მნიშვნელობის შიდა გზების/ეზოების სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა, ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხების – სასმელი წყლების სისტემებზე 317 030 (სამას ჩვიდმეტი ათას ოცდაათი) ლარისა და ადგილობრივ გზებზე 300 000 (სამასი ათასი) ლარის ფარგლებში, განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.

პრემიერ-მინისტრი ბ. ივანიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია