ქ. თბილისი ეროვნული ლატარიის ფონდის დაფუძნების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
439
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2005-11-01
გამოქვეყნების თარიღი
2005-11-01
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
ქ. თბილისი ეროვნული ლატარიის ფონდის დაფუძნების შესახებ

ს აქართველოს მთ ავრობის

განკარგულება № 439

2005 წლის 1 ნოემბერი

ქ. თბილისი

ეროვნული ლატარიის ფონდის დაფუძნების შესახებ

„ ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშო­ბების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის (25.03.05წ., № 1180-Iს), 38-ე მუხლის შესრულების უზრუნველსაყოფად საქარ­­­თველოს სახელმწიფოს მიერ ქვეყანაში ლატარიის ორგა­ნი­ზე­ბისა და მოწყობის მიზნით:

1. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორ­ტის სამინისტრომ (გ. გაბაშვილი), ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექ­სიშვილი), ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) უზრუნველყონ საქართველოს მთავრობის სახე­ლით „ ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშო­ბების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხ­ლით გათვალისწინებული ეროვნული ლატარიის ფონდის სა­ქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნება.

2. ზემოაღნიშნულ სამინისტროებს მიეცეთ უფლებამოსი­ლება, რომ საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოა­წე­რონ ფონდის დაფუძნება-რეგისტრაციისათვის საჭირო ყველა დოკუმენტს, დანიშნონ ფონდის ხელმძღვანელობა, მაკონ­ტრო­ლებელი ორგანოები და უზრუნველყონ ამ ღონისძიებებთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების გადაწყვეტა.

3. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ დამფუძნებლის შენატანის სახით გადასცეს ფონდს 1000 (ერთი ათასი) ლარი სამინისტრო­სათ­ვის 2005 წლის „ სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართვე­ლოს კანონით გათვალისწინებული ასიგნებებიდან.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                                                  ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია