ქ. თბილისი სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლობისათვის“ უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
438
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2005-10-18
გამოქვეყნების თარიღი
2005-10-18
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).00.000000
ქ. თბილისი სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლობისათვის“ უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ

  ს აქართველოს მთ ავრობის

განკარგულება № 438

2005 წლის 18 ოქტომბერი

ქ. თბილისი

სსიპ „ საზოგადოებრივი მაუწყებლობისათვის“ უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ

„ მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 76-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად:

 1. სსიპ „ საზოგადოებრივ მაუწყებლობას“ საკუთრებაში გადაეცეს  ყოფილი სსიპ „ საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის“ სარგებლობაში არსებული სახელმწიფო (უძრავი) ქონება.

 2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინის­ტრომ (ი. ჩოგოვაძე) უზრუნველყოს ზემოაღნიშნული ქონების გადაცემისათვის საჭირო ღონისძიებათა განხორციელება მოქ­მედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                                                  ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია