საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №537
2002 წლის 18 დეკემბერი
ქ. თბილისი
გ. ისაკაძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს გიორგი ისაკაძეს, რათა ხელი მოაწეროს დსთ-ს ორგანოების თანამშრომელთა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი სტატუსის შესახებ შეთანხმებას, დსთ-ს მონაწილე ქვეყნების საბიუჯეტო სახსრების ხარჯზე თანამეგობრობის ორგანოების ერთიანი ბიუჯეტიდან დსთ-ს ორგანოებში შრომის ანაზღაურების პირობების შესახებ და დსთ-ს ორგანოების 2003 წლის ერთიანი ბიუჯეტის შესახებ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ფინანსდება დსთ-ს მონაწილე სახელმწიფოთა საბიუჯეტო სახსრებით.
ე. შევარდნაძე