ქ. თბილისი საქართველოს მთავრობასა და ღია სააქციო საზოგადოება PAO „ЕЭС России“-ს შორის „ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის განვითარებისა და მხარეებს შორის ადრე მიღწეულ შეთანხმებათა რეალიზაციის შესახებ“ 2005 წლის 4 ოქტომბრის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების ღონისძიებათა თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
434
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2005-10-17
გამოქვეყნების თარიღი
2005-10-17
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
ქ. თბილისი საქართველოს მთავრობასა და ღია სააქციო საზოგადოება PAO „ЕЭС России“-ს შორის „ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის განვითარებისა და მხარეებს შორის ადრე მიღწეულ შეთანხმებათა რეალიზაციის შესახებ“ 2005 წლის 4 ოქტომბრის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების ღონისძიებათა თაობაზე

ს აქართველოს მთ ავრობის

განკარგულება № 434

2005 წლის 17 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობასა და ღია სააქციო საზოგადოება PAO „ ЕЭС России“ -ს შორის „ ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის განვითარებისა და მხარეებს შორის ადრე მიღწეულ შეთანხმებათა რეალიზაციის შესახებ“ 2005 წლის 4 ოქტომბრის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების ღონისძიებათა თაობაზე

საქართველოს მთავრობასა და ღია სააქციო საზოგა­დოება PAO „ ЕЭС России“ -ს შორის 2005 წლის 4 ოქტომბრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად, თანამშრომლობის განვითარები­სა და მიღწეულ შეთანხმებათა რეალიზაციის ეფექტიანად განხორ­ციელების მიზნით:

1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ:

ა) საქართველოს ენერგოსისტემის სტაბილური ფუნქციო­ნირების და ელექტროენერგიის დეფიციტის დასაფა­რა­ვად ღია სააქციო საზოგადოება PAO „ ЕЭС России“ უზრუნ­ველყოფს შესაბამისი რაოდენობის ელექტროენერგიის იმ­პორტს რუსე­თის ფედერაციიდან და სომხეთის რესპუბლი­კი­დან;

ბ) ღია სააქციო საზოგადოება PAO „ ЕЭС России“ ხელს შეუწყობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ენერგე­ტი­კის სამინისტროს, სს „ თელასს“ , შპს „ მტკვარი ენერგეტიკასა“ და კავშირ (ასოციაცია) საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარს შორის 2005 წლის 23 სექტემბრის ხელშეკ­რულებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებას;

გ) საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარი და შპს „ მტკვარი ენერგეტიკა“ 2005 წლის 26 დეკემბრამდე მოახდენენ შპს „ მტკვარი ენერგეტიკის“ მიმართ საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის დავალიანების სრულ დაფარვას იმის გათვალისწინებით, რომ მხარეებმა განახორ­ციელეს ანგარიშსწორება 2005 წლის 1 ოქტომბრის მდგომა­რეობით. ფულადი ფორმით ან/და დებიტორული დავალიანების რეგრესის გზით უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის მხრიდან დარიცხული საურავების დაფარვაც;

დ) მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2005 წლის ბოლომდე:

დ.ა) ელექტროენერგეტიკული სექტორის შესაბამის საწარ­მო­თა შორის გააფორმონ ელექ­ტრო­ენერგიის იმპორტისა და ექსპორტის გრძელვადიანი ხელშეკრულებები;

დ.ბ) განიხილონ და შეათანხმონ შპს „ მტკვარი ენერგეტი­კის“ მე-10 ენერგობლოკის აღდგენის პირობები;

დ.გ) გამონახონ ორივე ქვეყნის ელექტროენერგეტიკული სექტორის სუბიექტებს შორის არსებული დავალიანების და­ფარვის გზები.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინის­ტრომ (გ. ჩოგოვაძე) 2005 წლის ბოლომდე:

ა) უზრუნველყოს „ სს „ თელასის“ ყველა აქციათა 75 პროცენტის ყიდვა-გაყიდვის შესახებ“ 1998 წლის 21 დეკემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული, ჯერ კიდევ სახელ­მწიფო საკუთრებაში არსებული ქ. თბილისის გამანაწილე­ბელი ქსელებისა და მაღალი ძაბვის ქვესადგურების სს „ თელა­სი­სათ­ვის“ გადაცემა;

ბ) დასახოს სათანადო ღონისძიებები იმ ქონების თაო­ბაზე, რომელიც „ სს „ თელასის“ ყველა აქციათა 75 პროცენ­ტის ყიდ­ვა-გაყიდვის შესახებ“ 1998 წლის 21 დეკემბრის ხელშეკრუ­ლების შემდგომ სხვა პირების მიერ იქნა პრივატი­ზებული და სს „ თელასს“ უნდა გადასცემოდა;

გ) სს „ საქრუსენერგოს“ საწესდებო კაპიტალთან თითო­ეუ­ლი პარტნიორის შესატანის შესაბამისობაში მოყვანისა და ამ მიზნით ძირითადი ფონდების შესაფასებლად, სს „ საქრუს­ენერგოს“ წესდებით დადგენილი წესით, პარტნიორებთან შეთანხმების საფუძველზე, უზრუნველყოს დამოუკიდებელი აუდი­ტორის დამტკიცება მიმდინარე წლის 20 ოქტომბრამდე.

3. სს „ თელასის“ მიერ ელექტროენერგიის პირდაპირი კონტრაქტით შესყიდვის ფორმაზე გადასვლასთან დაკავშირე­ბით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, განკარ­გულების ძალაში შესვლიდან ერთ თვეში მოამზადოს და ხე­ლი მოაწეროს „ სს „ თელასის“ ყველა აქციათა 75 პროცენტის ყიდვა-გაყიდვის შესახებ“ , „ შპს „ გარდაბანის“ ნასყიდობის“ და „ სს „ ხრამჰესი I“ -ისა და „ ხრამჰესი II“ -ის აქციათა მართვის უფლების შესახებ“ ხელშეკრულებებში შესაბამისი ცვლილე­ბების პროექტებს.

4. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ (ნ. გილაური) 2006 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს შპს „ სა­ქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისა“ და ღია სააქციო საზოგადოება „ СО-ЦДУ ЕЭС“ -ს შორის ოპერატიულ-ტექნოლოგიური კავშირის ქართული ნაწილის აღდგენა და მისი შეუფერხებლად მუშაობის კოორდინაცია.

5. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამი­ნისტრომ (ე. ასტემიროვა) სს „ თელასთან“ ერთად 2005 წლის ბოლომდე უზრუნველყოს კომპაქტურად ჩასახლებული ლტოლ­­­­­ვილების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის დავა­ლიანების დაფარვის მექანიზმის შემუშავება.

6. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორ­ციე­ლოს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ.

7. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                                                 ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია