საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის უფლებამოსილების მინიჭებისა და მისი გრანტის მიმღებ ორგანოდ განსაზღვრის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
291
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-06-15
გამოქვეყნების თარიღი
2007-06-15
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის უფლებამოსილების მინიჭებისა და მისი გრანტის მიმღებ ორგანოდ განსაზღვრის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 291

2007 წლის 15 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის უფლებამოსილების მინიჭებისა და მისი გრანტის მიმღებ ორგანოდ განსაზღვრის შესახებ

1. მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს ეკონომი­კური განვითარების სამინისტროს, რომ საქართველოს მთავ­რობის სახელით დადოს საგრანტო ხელშეკრულება ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასთან საქართველოში ტუ­რიზ­მის განვითარებისა და საინვესტიციო გეგმის შესამუ­შავებლად.

2. „ გრანტების შესახებ “ საქართველოს კანონის მე-4 მუხ­ლის „ ბ “ ქვეპუნქტის თანახმად განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრანტის მიმღებ ორგანოდ განისაზღვროს საქართველოს ეკო­ნო­მიკური განვითარების სამინისტრო.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია