ქ. თბილისი კომპანია „TRAMEX INTER NATIONAL INC.“-ის წილის 50 პროცენტის მფლობელი იოანის კარდასაპოლუსის მიერ საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრში საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ შეტანილ სარჩელთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
411
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2005-10-09
გამოქვეყნების თარიღი
2005-10-09
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
ქ. თბილისი კომპანია „TRAMEX INTER NATIONAL INC.“-ის წილის 50 პროცენტის მფლობელი იოანის კარდასაპოლუსის მიერ საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრში საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ შეტანილ სარჩელთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ

საქართველოს მთ ავრობის

განკარგულება № 411

2005 წლის 9 ოქტომბერი

ქ. თბილისი

კომპანია „ TRAMEX INTER NATIONAL  INC. “ -ის წილის 50 პროცენტის მფლობელი  იოანის  კარდასაპოლუსის მიერ საინვესტიციო დავების გადაწყვეტის  საერთაშორისო  ცენტრში საქართველოს სახელმწიფოს  წინააღმდეგ  შეტანილ  სარჩელთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ

საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენ­ტრში კომპანია „ TRAMEX INTER NATIONAL  INC. “ -ის   წილის  50 პრო­ცენ­ტის მფლობელი  იოანის  კარდასაპოლუსის მიერ  საქარ­თვე­ლოს სახელმწიფოს  წინააღმდეგ  შეტანილ  სარჩელთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენლო­ბისა  და მისი ინტერესების ეფექტიანად დაცვის უზრუნ­ველ­ყოფის მიზნით:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში „ საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ “ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საქართველოს იუსტიციის სამინისტრო­ს საქართველოს  მთავრობის  სარეზერვო  ფონდიდან   გამოუყოს 275 000 (ორას სამოცდათხუთმეტი ათასი) ფუნტი სტერლინგის ეკვივალენტი თანხა ლარობით საადვოკატო მომსახურებისათვის.

2. ეთხოვოს სსიპ „ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს “ , რომ „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ “ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ გ “ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფორსმა­ჟორული სიტუაციის გათვალისწინებით ნება დართოს საქარ­თველოს იუსტიციის სამინისტროს განახორ­ციელოს საადვო­კატო მომსახურება ერთ პირთან მოლაპარა­კების გზით.

3.  განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                                                           ზ . ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია