საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 282
2007 წლის 7 ივნისი
ქ. თბილისი
„ საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 30 მაისის № 258 განკარგულებაში დამატების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ “ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ ე “ ქვეპუნქტის შესაბამისად, „ საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 30 მაისის № 258 განკარგულებას დაემატოს 11 პუნქტი:
„ 11. საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად შესრულების მიზნით საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტმა (დ. ნამგალაური) შესყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით. “ .
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი