საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
281
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-06-07
გამოქვეყნების თარიღი
2007-06-07
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 281

2007 წლის 7 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვი­ლი) „ საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესა­ხებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს კულ­ტუ­რის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს გამოუ­ყოს 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი ილია ჭავ­ჭავაძის დაბადების 170 წლისთავის იუბილესთან დაკავ­შირებით ყვარლი­სა და საგურამოს სახლ-მუზეუმებში დაცუ­ლი ილია ჭავჭავაძის მე­მო­რი­ალური ნივთების აღსადგენად და თანამედროვე სამუზეუმო ექსპოზი­ცი­ების მოსაწყობად.

2. „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ “ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ ე “ ქვეპუნქტის შესაბა­მი­სად ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითი­თებული სამუშაო­ების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად შესრულების მიზ­ნით შესყიდვა განხორციელდეს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                     ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია