სს „თბილსრესისათვის” საკრედიტო რესურსის გამოყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
499
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2006-10-25
გამოქვეყნების თარიღი
2006-10-25
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
სს „თბილსრესისათვის” საკრედიტო რესურსის გამოყოფის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 499

2006 წლის 25 ოქტომბერი

ქ. თბილისი

სს „ თბილსრესისათვის” საკრედიტო რესურსის გამოყოფის შესახებ

1. 2006 წლის ბოლომდე სს „ თბილსრესში “ დამატებითი სარემონტო-სარეაბილიტაციო, კერძოდ: № 4 ენერგობლოკის ქვაბაგრეგატის ხურების ზედაპირების შეცვლის, მაზუთის მიწოდების სისტემის აღდგენისა და სს „ თბილსრესის “ საერთო-სასადგურო ინფრასტრუქტურის, ქიმიური საამქროსა და ელექტროლიზიორის რეაბილიტაციის სამუშაოთა დაფინანსების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი):

ა) საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საკრედიტო რესურსად გამოუყოს 1 300 000 (მილიონ სამასი ათასი) ლარი მისთვის საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო ასიგნებებიდან და სამინისტროსთან ერთად გაუფორმოს სს „ თბილსრესს” სათანადო სასესხო ხელშეკრულება სს „ თბილსრესში” განსახორციელებელ სარეაბილიტაციო ღონისძიებათა დასაფინანსებლად. საბიუჯეტო სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვროს ხელშეკრულების ხელმოწერიდან 5 წელი, სესხის სარგებლად – წლიური 7-პროცენტიანი განაკვეთი;

ბ) საჭიროების შემთხვევაში, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინადადებით შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალურ განწერასა და ოპერატიულ-ფინანსურ განწერაში.

2. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელონ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ა. ალექსიშვილმა და ენერგეტიკის მინისტრმა ნ. გილაურმა.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                              ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია