„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში (სსმ, 2010 წ., №168) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული:
1. დანართი N1-ის (სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულება) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზიის მაძიებელი/ლიცენზიის მფლობელი უნდა აკმაყოფილებდეს თანდართულ შესაბამის მოთხოვნებს (დანართი №12) და უზრუნველყოფდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის უწყვეტ ფუნქციონირებას, რაც გულისხმობს მომსახურების შეუფერხებელ მიწოდებას ამ დადგენილებით გათვალისწინებული პირობების დაცვით.”.
2. დანართს №12 (სასწრაფო სამედიცინო დახმარების სალიცენზიო პირობები) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:
|
„8.
|
გამოძახების შესრულების უზრუნველყოფა
|
სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში სამედიცინო ერთეული შემთხვევის მომსახურება იწყება პაციენტის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საჭიროებასთან დაკავშირებით გამოძახების მიღებისთანავე.
შენიშვნა: სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიწოდებასთან დაკავშირებული სხვა მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით.“.
|
|