საქართველოს მთავრობის
განკარგ უ ლება № 379
2006 წლის 11 აგვისტო
ქ. თბილისი
„ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის № 66 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
შეტანილ იქნეს ცვლილება „ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის № 66 განკარგულებაში და № 5 დანართის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ლაგოდეხის რაიონის ბიუჯეტს გამოეყოს 1 047 000 (ერთი მილიონ ორმოცდაშვიდი ათასი) ლარი, მათ შორის:
ა) 1 027 042 (ერთი მილიონ ოცდაშვიდი ათას ორმოცდაორი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა.ა) ჭიაურის ტყის რეაბილიტაცია;
ა.ბ) ქ. ლაგოდეხის გარე განათების აღდგენა;
ა.გ) ქ. ლაგოდეხში სპორტული მოედნის მშენებლობა;
ა.დ) სოფელ ცოდნისკარის სპორტული კომპლექსის რეაბილიტაცია;
ა.ე) ქ. ლაგოდეხის გაზმომარაგების აღსადგენად გაზგამტარი მილის რეაბილიტაცია;
ა.ვ) ქ. ლაგოდეხის № 1 საშუალო სკოლის კაპიტალური შეკეთება;
ბ) 19 958 (ცხრამეტი ათას ცხრაას ორმოცდათვრამეტი) ლარი გამოიყოს:
ბ.ა) სოფელ აფენის ხიდის რეაბილიტაციისათვის;
ბ.ბ) ქ. ლაგოდეხის № 1 საშუალო სკოლის კაპიტალური რემონტის საპროექტო სამუშაოთა თანხის გაზრდისათვის;
ბ.გ) სოფელ ცოდნისკარის სპორტკომპლექსის რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოთა შესრულებისათვის; ”.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი