საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 378
2006 წლის 11 აგვისტო
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მცირე და საშუალო საწარმოთა განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის ლიკვიდაციის შედეგების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ი” ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მცირე და საშუალო საწარმოთა განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის ქონების მიღება და კანონმდებლობის შესაბამისად განკარგვა უზრუნველყოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მცირე და საშუალო საწარმოთა განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის დებიტორულ და კრედიტორულ დავალიანებათა უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი