„სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 1 აპრილის №155 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
377
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2006-08-11
გამოქვეყნების თარიღი
2006-08-11
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 1 აპრილის №155 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 377

2006 წლის 11 აგვისტო

ქ. თბილისი

„სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 1 აპრილის № 155 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

შეტანილ იქნეს ცვლილება „სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი­სათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 1 აპრილის № 155 განკარგულებაში და ტექსტი ჩამოყა­ლიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) „საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს გამოუყოს 8 700 (რვა ათას შვიდასი) ლარი, მათ შორის 4 350 (ოთხი ათას სამას ორმოცდაათი) ლარი – საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ზინაიდა ბესტაევას ბინის ქირის ასანაზღაურებლად, ხოლო 4 350 (ოთხი ათას სამას ორმოც­დაათი) ლარი – სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შეუფერხე­ბელი ფუნქციონირებისათვის.”.

 

პრემიერ-მინისტრი     ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია