„სპორტსმენებისა და მოყვარულთათვის სპორტულ ცენტრებში საუკეთესო სავარჯიშო პირობების შესაქმნელად საპრივა¬ტიზა¬ციო პროგრამის“ ფარგლებში ქ. თბილისის მერიის ოლიმპიური მზადების (კომპლექსური) მთავარი ცენტრის სპორტის სახეობა¬თა ფილიალ „სამგორის“ (ვარკეთილის III მას. II მ/რ), ქ. თბი¬ლი¬სის მერიის ოლიმპიური მზადების (კომპლექსური) მთავარი ცენტრის სპორტის სახეობათა ფილიალ „ისნის“ (ბოჭორმის ქ. №14), სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექს „მართვეს“ (ცოტნე დადიანის ქ. №134) არსებული უძრავი ქონების კონკურენტული შერჩევის გზით გამოვ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
584
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-10-12
გამოქვეყნების თარიღი
2007-10-12
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„სპორტსმენებისა და მოყვარულთათვის სპორტულ ცენტრებში საუკეთესო სავარჯიშო პირობების შესაქმნელად საპრივა¬ტიზა¬ციო პროგრამის“ ფარგლებში ქ. თბილისის მერიის ოლიმპიური მზადების (კომპლექსური) მთავარი ცენტრის სპორტის სახეობა¬თა ფილიალ „სამგორის“ (ვარკეთილის III მას. II მ/რ), ქ. თბი¬ლი¬სის მერიის ოლიმპიური მზადების (კომპლექსური) მთავარი ცენტრის სპორტის სახეობათა ფილიალ „ისნის“ (ბოჭორმის ქ. №14), სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექს „მართვეს“ (ცოტნე დადიანის ქ. №134) არსებული უძრავი ქონების კონკურენტული შერჩევის გზით გამოვლენილი პირისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს პრეზიდენტისათვის წინადადების წარდგენის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 584

2007 წლის 12 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„ სპორტსმენებისა და მოყვარულთათვის სპორტულ ცენტრებში საუკეთესო სავარჯიშო პირობების შესაქმნელად საპრივა­ტიზა­ციო პროგრამის “ ფარგლებში ქ. თბილისის მერიის ოლიმპიური მზადების (კომპლექსური) მთავარი ცენტრის სპორტის სახეობა­თა ფილიალ „ სამგორის “ (ვარკეთილის III მას. II მ/რ), ქ. თბი­ლი­სის მერიის ოლიმპიური მზადების (კომპლექსური) მთავარი ცენტრის სპორტის სახეობათა ფილიალ „ ისნის “ (ბოჭორმის ქ. № 14), სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექს „ მართვეს “ (ცოტნე დადიანის ქ. № 134) არსებული უძრავი ქონების კონკურენტული შერჩევის გზით გამოვლენილი პირისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს პრეზიდენტისათვის წინადადების წარდგენის თაობაზე

1. „ სახელმწიფო ქონებისა და ადგილობრივი თვითმმარ­თველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ “ საქართველოს კანონის მე-6 მუხ­ლის მე-6 პუნქტის შესაბამისად ქ. თბილისის მთავრობის მიერ განხილული წინადადებებიდან შერჩეულ იქნეს შპს „ დევი­ლაქსის “ წინადადება და შპს „ დევილაქსს “ პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაეცეს ქ. თბილისის მერიის ოლიმპიური მზადების (კომპლექსური) მთავარი ცენტრის სპორტის სახეობათა ფილიალ „ სამგორის “ (ვარკეთილის III მას. II მ/რ; მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი № 01/19/39/17/004; შენობა – 2629 კვ.მ; მიწის ფართობი – 6372 კვ.მ), ქ. თბილისის მერიის ოლიმპიური მზა­დების (კომპლექსური) მთავარი ცენტრის სპორტის სახეობათა ფილიალ „ ისნის “ (ბოჭორმის ქ. № 14; მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი № 01/17/13/42/9; შენობა – 1300 კვ.მ; მიწის ფართობი – 1339 კვ. მ) და სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექს „ მართვეს “ (ცოტნე დადიანის ქუჩა № 134; მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი № 01/12/12/20/04; მიწის ფართობი – 16994 კვ.მ და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები) არსებული უძრავი ქონება 165 000 (ას სამოცდახუთი ათასი) აშშ დოლარად.

აღნიშნული ობიექტების პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაცემის პირობებად განისაზღვროს:

ა) ინვესტორისათვის გადასაცემი ქონება, მდებარე ვარკეთილის III მას. II მ/რ-სა და ბოჭორმის ქ. № 14-ში, ხდება მისი საკუთრება და ინვესტორს აქვს უფლება გამოიყენოს იგი სურვილისამებრ;

ბ) საინვესტიციო ობიექტი, მდებარე ცოტნე დადიანის ქ. № 134-ში, ინვესტორს გადაეცემა საკუთრების უფლებით. ინვეს­ტორი ვალდებულია მოახდინოს საინვესტიციო ობიექტის რეაბილიტაცია № 1 დანართის შესაბამისად და განსაზღვრული სპორტული პროფილი შეუნარჩუნოს 10 (ათი) წლის განმავ­ლობაში;

გ) ინვესტორმა ამ პუნქტის „ ბ “ ქვეპუნქტში მოცემული საინვესტიციო ობიექტის აღჭურვა და № 1 დანართში აღნიშნული სავალდებულო სარემონტო-სამშენებლო საქმიანობა განახორ­ციე­ლოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 (თორმეტი) თვის ვადაში;

დ) საინვესტიციო ობიექტის მშენებლობისა და აღჭურვის ვადების დარღვევის შემთხვევაში ინვესტორს ყოველ ვადაგა­დაცილებულ დღეზე ჯარიმად დაეკისრება 600 (ექვსასი) აშშ დოლარი;

ე) საინვესტიციო ობიექტის მშენებლობისა და აღჭურვის ვადის 3 თვეზე მეტი პერიოდით დარღვევის შემთხვევაში ხელ­შეკრულება ითვლება შეწყვეტილად და ინვესტორს ჩამოერთმევა საბანკო გარანტიით წარმოდგენილი თანხა;

ვ) ინვესტორმა ნასყიდობის ხელშეკრულების გასაფორ­მებლად ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრუ­ლების უზრუნველსაყოფად წარმოადგინოს საბანკო გარანტია ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 (თორმეტი) თვის ვადით, საპრივატიზებო ქონების ღირებულების 5% ოდენობით, ხოლო თუ შემოთავაზებული ინვესტიციის მოცულობა აღემატება საპრივატიზებო ქონების ღირებულებას, აღნიშნული საბანკო გა­რან­ტია უნდა შეესაბამებოდეს შემოთავაზებული ინვესტიციის მოცულობის 5%;

ზ) საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით ნასყი­დობის საგნის საფასურის გადახდის საბოლოო ვადად განი­საზღვროს 2007 წლის 31 დეკემბერი;

თ) ინვესტორი ვალდებულია შეიმუშაოს № 2 დანართის შე­სა­ბამისად სახელმწიფოს მიერ სპორტსმენებისა და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობისათვის 10 წლის განმავლო­ბაში მისაცემი ყოველწლიური ვაუჩერის შესაბამისი სააბონე­მენტო გამაჯანსაღებელი პაკეტი;

ი) ხელშეკრულების გაფორმებამდე ინვესტორი ვალდე­ბულია ქ. თბილისის მერიაში წარადგინოს განსახორციელებელი ინვესტირების ხარჯთა ნუსხა;

კ) ინვესტორი ვალდებულია ქ. თბილისის მერიის მოთ­ხოვნისთანავე ან ექვს თვეში ერთხელ წარადგინოს ანგარიში გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა შეს­რულების შესახებ.

2. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს, მიიღოს გადაწყვეტილება შპს „ დევილაქისათვის” ქ. თბილისის მერიის ოლიმპიური მზადების (კომპლექსური) მთავარი ცენტრის სპორ­ტის სახეობათა ფილიალ „ სამგორის “ (ვარკეთილის III მას. II მ/რ), ქ. თბილისის მერიის ოლიმპიური მზადების (კომპლექსური) მთავარი ცენტრის სპორტის სახეობათა ფილიალ „ ისნის “ (ბოჭორმის ქ. № 14) და სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექს „ მართვეს “ (ცოტნე დადიანის ქ. № 134) არსებული უძრავი ქონე­ბის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ.

 პრემიერ-მინისტრი                      ზ. ნოღაიდელი

 

კრებსითი — სრული ვერსია