საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 583
2007 წლის 12 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„ სპორტსმენებისა და მოყვარულთათვის სპორტულ ცენტრებში საუკეთესო სავარჯიშო პირობების შესაქმნელად საპრივატიზაციო პროგრამის “ ფარგლებში აკ. წერეთლის გამზ. № 95ა-ში მდებარე უძრავი ქონების კონკურენტული შერჩევის გზით გამოვლენილი პირისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ “ საქართველოს პრეზიდენტისათვის წინადადების წარდგენის თაობაზე
1. „ სახელმწიფო ქონებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ “ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად ქ. თბილისის მთავრობის მიერ განხილული წინადადებებიდან შერჩეულ იქნეს საქართველოს ფიზკულტურულ-სპორტულ კლუბ „ დინამოს “ წინადადება და პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაეცეს მას აკ. წერეთლის გამზ. № 95ა-ში (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი № 01/13/06/03/014) (შენობა – 9 458 კვ. მ, მიწის ფართობი – 6 099 კვ. მ) არსებული უძრავი ქონება 3 500 000 (სამი მილიონ ხუთასი ათასი) ლარად.
აღნიშნული ობიექტების პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაცემის პირობებად განისაზღვროს:
ა) აკ. წერეთლის გამზ. № 95ა-ში მდებარე საინვესტიციო ობიექტი ინვესტორს გადაეცემა საკუთრების უფლებით, იგი ვალდებულია მოახდინოს საინვესტიციო ობიექტის რეაბილიტაცია № 1 დანართის შესაბამისად და განსაზღვრული სპორტული პროფილი შეუნარჩუნოს 10 (ათი) წლის განმავლობაში;
ბ) ინვესტორმა ამ პუნქტის „ ა “ ქვეპუნქტში მოცემული საინვესტიციო ობიექტების აღჭურვა და № 1 დანართში აღნიშნული სავალდებულო სარემონტო-სამშენებლო საქმიანობა განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 (თორმეტი) თვის ვადაში;
გ) საინვესტიციო ობიექტის მშენებლობისა და აღჭურვის ვადების დარღვევის შემთხვევაში ინვესტორს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაეკისრება ჯარიმა 600 (ექვსასი) აშშ დოლარის ოდენობით;
დ) საინვესტიციო ობიექტის მშენებლობისა და აღჭურვის ვადის 3 თვეზე მეტი პერიოდით დარღვევის შემთხვევაში ხელშეკრულება ითვლება შეწყვეტილად და ინვესტორს ჩამოერთმევა საბანკო გარანტიით წარმოდგენილი თანხა;
ე) ინვესტორმა ნასყიდობის ხელშეკრულების გასაფორმებლად ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების უზრუნველყოფის მიზნით წარადგინოს საბანკო გარანტია ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 (თორმეტი) თვის ვადით, საპრივატიზებო ქონების ღირებულების 5 პროცენტის ოდენობით, ხოლო თუ შემოთავაზებული ინვესტიციის მოცულობა აღემატება საპრივატიზებო ქონების ღირებულებას, აღნიშნული ს ა ბანკო გარანტია უნდა შეესაბამებოდეს შემოთავაზებული ინვესტიციის მოცულობის 5 პროცენტს;
ვ) საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით ნასყიდობის საგნის საფასურის გადახდის საბოლოო ვადად განისაზღვროს 2007 წლის 31 დეკემბერი;
ზ) ინვესტორი ვალდებულია შეიმუშაოს სახელმწიფოს მიერ სპორტსმენებისა და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობისათვის 10 წლის განმავლობაში გასაცემი ყოველწლიური ვაუჩერის შესაბამისი სააბონემენტო გამაჯანსაღებელი პაკეტი № 2 დანართის მიხედვით;
თ) ინვესტორი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე ქ. თბილისის მერიას წარუდგინოს განსახორციელებელი ინვესტირების ხარჯთა ნუსხა;
ი) ინვესტორი ვალდებულია მოთხოვნისთანავე ან ექვს თვეში ერთხელ წარუდგინოს ქ. თბილისის მერიას ანგარიში გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრუ-ლების შესახებ.
2. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს, მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოს ფიზკულტურულ-სპორტულ კლუბ „ დინამოსათვის “ ქ. თბილისის მერიის მძლეოსნობის მანეჟის – აკ. წერეთლის გამზ. № 95ა-ში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი