საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 575
2007 წლის 10 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ყვარლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შესაბამის გადაწყვეტილებათა დამტკიცების თაობაზე
1. „ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილებები „ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ყვარლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ (საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 15 აგვისტოს № 1-1/1234 და 2007 წლის 3 ოქტომბრის № 1-1/1516 ბრძანებები).
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი